დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 10, 2015

„ლამბორგინი სესტო ელემენტო“ 3 მილიონ დოლარად იყიდება

Lamborghini Sesto Elemento Pops Up For Sale On A Forum For $3 Million
10 ივლისი
„მეექვსე ელემენტი“ „ლამბორგინის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იშვიათი ავტომობილთაგანია. ეს სატრეკო ავტომობილი მხოლოდ 20 ცალი დამზადდა და ყველა მათგანი, უკვე დიდი ხნის გაყიდულია. მისი პრემიერისას, „გამძვინვარებულმა ხარებმა“ გამოაცხადეს, რომ მისი შეძენის საშუალება, მხოლოდ „ფინანსურად კვალიფიცირებულ“ ადამიანებს მიეცემოდათ.
წესით, ასეთი ავტომობილის მყიდველი, მას აუცილებლად სატრეკო დღეების რბოლებისთვის გამოიყენებდა - „სესტო ელემენტოს“ საგზაო სერტიფიკატი არ აქვს. მაგრამ ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ ექსკლუზიური ავტომობილი მყიდველი უბრალო გადამყიდველი გამოდგება. ამის ეჭვი კი აუცილებლად გაჩნდება მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რომ „მეექვსე ელემენტის“ ტახომეტრზე, გავლილი კილომეტრები მხოლოდ იმ მანძილს გიჩვენებენ, რომელიც ავტომობილმა მიწოდების პროცესში გაიარა.
დაკიდევ, სად შეიძლება ასეთი ზე-სუპერ ავტომობილის გაყიდვა? ალბათ აუქციონზე, ან თუნდაც „იბეიზე“, ან რომელიმე ფესტივალზე. მაგრამ ამ შემთხვევაში, პატრონმა, ვინც თავის ვინაობას არ ამხელს, თავისი „მეექვსე ელემენტის“ გაყიდვის განცხადება, ინტერნეტ ფორუმზე გამოაქვეყნა. „მე არც მეფის შვილი ვარ, ნორმალური პიროვნება ვარ, როგორებიც თქვენ და ყველანი, ვინც აქ შემოდის. არც მეტი, არც ნაკლები“, - თავს იმართლებს ავტომობილის გამყიდველი.
შეგახსენებთ, რომ „სესტო ელემენტოს“ შემუშავებისას, „ლამბორგინის“ ინჟინრებმა უხვად გამოიყენეს კარბონის კომპოზიტი და სხვა მსუბუქი და ძვირადღირებული მასალები. ამის წყალობით, ავტომობილი მხოლოდ 999 კილოგრამს იწონის. ის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის სრულ ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი. ამ ტანდემის დახმარებით, ადგილიდან ასის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია.
ავტომობილი 3 მილიონი დოლარი ღირს და როგორც მისი პატრონი ამბობს, ეს ფასი ძალაში მხოლოდ 31 ივლისამდე იქნება.

No comments:

Post a Comment