FIA to retire Jules Bianchi's number
20 ივლისი
ჟიულ ბიანკის სახელის უკვდავსაყოფად, ფორმულა 1-ის
ხელმძღვანლობა, მის კუთვნილ ნომერ 17-ს ხმარებიდან ამოიღებს. ეს გადაწყვეტილება
საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) უკვე მიიღო. ბიანკი გასული სეზონის
იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას მოხდარ ავარიაში მიღებული, თავის ტვინის მძიმე ტრავმის
შედეგად გარდაიცვალა. იმ ავარიის შემდეგ, მან რამდენიმე თვე კომაში გაატარა.
FIA-ს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო
საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა გადაწყვიტა, რომ ავტომობილის ნომერი
17, რომელიც ჟიულ ბიანკის ეკუთვნდა, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატიდან, ბიანკის
საპატივცემულოდ, ამოღებული იქნება. რადგან ფ1-ში პილოტები საკუთარ ნომრებს თავად
ირჩევენ, FIA თვლის, რომ ამ ჟესტით მის ხსოვნას სათანადო პატივს
მიაგებს“.
გასული სეზონის დასაწყისში, პირადი ნომრები
პილოტებმა პირველად აირჩიეს. ბიანკის 17 ნომერი შეხვდა მას შემდეგ, რაც მისთვის
სასურველი ნომრები სხვებმა აირჩიეს. 2013 წლის დეკემბერში მან ტვიტერზე დაწერა,
რომ სამი ნომერი აქვს შერჩეული იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმეს სხვა აირჩევს. მაგრამ
სამივე (7, 27, 77) სხვისი არჩევანი გახდა. კერძოდ, 7 კიმი რაიკონენს ერგო, 27 -
ნიკო ჰულკენბერგს, 77 კი - ვალტერი ბოტასს. საბოლოოდ, ბიანკიმ 17-ზე შეაჩერა
არჩევანი.
ჟიულ ბიანკის სამშაბათს, ნიცაში დაკრძალავენ.
ცერემონიას ფ1-ის ბევრი წამყვანი ფიგურა, მათ შორის, ჟან ტოდტი დაესწრება.
No comments:
Post a Comment