Ford-Jaguar consortium to test driver-less pods
in UK
18 ივნისი
ძველმა ნათესავებმა - „ფორდმა“ და „იაგუარ ლენდ
როვერმა“ ახალი ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, რომელშიც მათ პარტნიორობას ბრიტანეთის
მთავრობა და კონსორციუმი „ავტოდრაივი“ გაუწევს. მათი მიზანია ავტონომიური
ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარება და ტესტირება.
ბრიტანულ კონსორციუმ „ავტოდრაივის“ (რომელსაც პარტნიორობად
სწორედ იაგუარ ლენდ როვერი და ფორდი ეყოლება) მიზანი, მილტონ კინსში, რომელიც ლონდონიდან
ჩრდილოეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს, 40 ავტონომიური ავტომობილის საგზაო
ტესტირებაა. პროგრამა 2017 წელს აიღებს სტარტს და 6 თვე გაგრძელდება.
კონსორციუმს საბაზ ავტომობილებს „ფორდი“ მიაწვდის, რომლებიც
ავტომობილებს შორის კომუნკაციის სისტემებით იქნება აღჭურვილი. ბრიტანული მთავრობის
მიზანია, მზად დახვდეს საავტომობილო ინდუსტრიის ახალ ტრენდს, რომელიც ავტონომიური
ავტომობილების წარმოებას ეხება. ასეთ ავტომობილებზე უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა
წამყვანი ავტომწარმოებელი მუშაობს.
პროექტი ხუთწლიანია. მისი საინვესტიციო მოცულობა
120 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მას ნაწილობრივ ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებს.
ბრიტანეთს სურს, რომ თითმავალი ავტომობილების ბიზნესში მოწინავე პოზიცია დაიკავოს
და ამ საქმეში კონკურენცია გერმანიას და შეერთებულ შტატებს გაუწიოს. პროექტის
მიზანს, ავტონომიური სისტემების გამოყენებით, გზებზე ინციდენტების რიცხვის და
ჰაერში გამონაბოლქვის შემცირება წარმოადგენს.
ბრიტანეთის
კანონები, უმძღოლო ავტომობილების საერთო სარგებლობის გზებზე ტესტირების საშუალებას
იძლევა. ამიტომ, ეს ქვეყანა უცხოური კომპანიებისთვის, ასეთი ტექნოლოგიების
გამოსაცდელად შესანიშნავი პოლიგონია. „ფორდის“ ავტომობილების გარდა, მილტონ
კინსთან ტესტირებას სპეციალური მანქანებიც (პოდები) გაივლის, რომლებსაც კომპანია „ტრანსპორტ
სისტემს კატაპულტი“ დაამზადებს. ეს კომპანიაც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს.
ეს პატარა მანქანები (ფოტოზე) აღიჭურვება რადარებით, ლაზერებით და კამერებით,
რომლებიც ქუჩების სკანირებასა და გარემოს შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის
შეგროვებაში დაეხმარება. ამ ეტაპზე, აწყობილია სამი ასეთი ავტომობილი, რომელთაგან
ერთის ტესტირება უკვე დაიწყო.
No comments:
Post a Comment