Rallying-Ogier wins in Italy with Paddon second
14 ივნისი
მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟეს გამარჯვებით
დასრულდა რალიში მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - იტალიის რალი, რომელიც კუნძულ
სარდინიაზე ჩატარდა. „ფოლკსვაგენის“ პილოტმა სამ წუთზე მეტით აჯობა უახლოეს მდევარს,
ახალზელანდიელ ჰეიდენ პადონს, ვისთვისაც ეს კარიერაში პირველი კვარცხლბეკია. ოჟიემ
ასევე ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რისთვისაც ბონუს ქულებიც დაიმსახურა. ეს
ამ სეზნში მისი მეოთხე გამარჯვებაა.
მესამე ადგილიც „ჰიუნდაის“ ეკიპაჟმა დაიკავა,
რომელსაც ბელგიელი ტიერი ნოივილი მართავდა. პადონის შედეგი, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე
საუკეთესოა ახალზელანდიელი მრბოლებისთვის. აქამდე მის თანამემამულეთაგან საუკეთესო
მიღწევით, პიტერ „პოსუმ“ ბურნ გამოირჩეოდა, ვისაც ავსტრალიის რალიზე 1990 წელს
მეოთხე ადგილი აქვს დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ პადონი პირველი დღის შემდეგ ლიდერიც
კი იყო, თუმცა მოწინავე პოზიცია ოჟიეს მას შემდეგ დაუთმო, რაც შეცდა და დატრიალდა.
ამ დროს ქვის ლოდსაც დაეჯახა. თუმცა გზის გაგრძელება მაინც შეძლო. ამგვარად, ყველა
სიკეთესთან ერთად, ის პირველი კივი მრბოლია, ვინც თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ,
მსოფლიო ჩემპიონატის რბოლას ლიდერობდა.
იტალიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 4:25:54.300
2. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) +03:05.400
3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 04:22.500
4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 05:34.800
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 07:50.100
6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 08:06.700
7. იური პროტასოვი (უკრაინა, ფორდი) 14:57.700
8. პაოლო ანდრეუჩი (იტალია, პეჟო) 15:03.300
9. იან კოპეცკი (ჩეხეთი, შკოდა) 17:41.700
10.
ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, სიტროენი) 19:12.000
No comments:
Post a Comment