Meet The New Lotus 3-Eleven, The Fastest
Road-Legal Model Hethel Has Ever Built
27 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლოტუსმა“ თავისი
უახლესი ავტომობილი, ღია სატრეკო „3-ილევენი“ წარადგინა, რომელიც მის ისტორიაში,
ყველაზე სწრაფი და ძვირი ავტომობილი გახდება. ეს ავტომობილი სატრეკოდაა
ორიენტირებული, თუმცა საგზაო სერტიფიკატიც გააჩნია. ის „ექსიჯის“ შასიზეა აგებული
და მისივე ძრავითაა აღჭურვილი.
თუმცა, 3.5-ლიტრიან V6 აგრეგატს მოდფიკაცია
ჩაუტარდა, რის შემდეგაც, 450 ცხენის ძალას (7 000 ბრ/წთ-ზე) 450 ნიუტონმეტრს (3 500-6
500 ბრ/წთ-ს დიაპაზონში) გამოიმუშავებს. საგზაო ვერსიის შემთხვევაში, ძრავთან
წყვილში ახლო საფეხურების მქონე, 6-საფეხურიანი მექანკური გადაცემათა კოლოფი
მუშაობს. თუმცა, სარბოლო ვერსიის მყიდველს, „ლოტუსი“6-საფეხურიან სეკვენტალურ
ტრანსმისიას შესთავაზებს, რომლის სიჩქარეების გადართვაც, საჭის რგოლთან
მოთავსებული ბერკეტებითაა შესაძლებელი.
სარბოლო ვერსიის მშრალი წონა 900 კილოგრამია.
ამგვარად, მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ტონაზე 500 ცხენის ძალას
აღწევს. ამ მონცემებით, „3-ილევენს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური
სიჩქარე კი 280 კმ/სთ-ს აღწევს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საგზაო ვერსიის
მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 კილომეტრია.
„ლოტუსის“ შეფი ჟან-მარკ გალი ამბობს: „ეს ახალი
ავტომობილი ნამდვილი მკვლელია, რომელსაც გაცილებით ძვირადღირებული მეტოქეების
დამარცხება შეუძლია. მისი სახით, ჩვენი საინჟინრო სიახლეები ერთადაა თავმოყრილი და
ბრაზიან პაკეტს ქმნის. ის ისეთი მომართულია, რომ ყველას არც შეეფერება. ეს არის
მსუბუქი და სწრაფი კონცეპციის დემონსტრაცია, კონცეპციის, რომელიც მალე „ლოტუსის“
ყველა ავტომობილზეც გადავა“.
ჰეთელის სატესტო ტრეკზე ტესტირებისას გამოჩნდა, რომ
„3-ილევენი“, ბრიტანული კომპანიის ისტორიაში უსწრაფესი ავტომობილია. მან ტრეკი წუთსა
და 22 წამში გაიარა. საგზაო ვერსია, უსაფრთხოების კარკასითაცაა აღჭურვილი,
რომელსაც ორმაგი გვერდითი ძელი აქვს. სარბოლო ვერსია კი დამატებითი კარკასითაა
გაძლიერებული, რაც მას საერთაშრისო რბოლების რეგლამენტების დასაკმაყოფილებლად
დასჭირდა.
ახალი ავტომობილის ოთხივე ბორბალი, მზიდ სტრუქტურას ორმაგი ჩანგლისებრი ბერკეტებით უკავშირდება. წინა ბორბლებს შორის დატვირთვას სტაბილიზატორი ანაწილებს, ოთხივე ბორბალს კი „ოლინის“ ამორტიზატორები“ ემსახურება. წინა და უკანა მუხრუჭებში 332-მილიმეტრიანი, პროფოლირებული დისკოებია გამოყენებული, რომლებსაც ოთხდგუშიანი სისტემები ემსახურება. სარბოლო ვერსიაზე ყველაფერი იგივეა, ახალი ხუნდების გარდა.
ახალი ავტომობილის ოთხივე ბორბალი, მზიდ სტრუქტურას ორმაგი ჩანგლისებრი ბერკეტებით უკავშირდება. წინა ბორბლებს შორის დატვირთვას სტაბილიზატორი ანაწილებს, ოთხივე ბორბალს კი „ოლინის“ ამორტიზატორები“ ემსახურება. წინა და უკანა მუხრუჭებში 332-მილიმეტრიანი, პროფოლირებული დისკოებია გამოყენებული, რომლებსაც ოთხდგუშიანი სისტემები ემსახურება. სარბოლო ვერსიაზე ყველაფერი იგივეა, ახალი ხუნდების გარდა.
„ლოტუსი“ ამბობს, რომ მზიდი კონსტრუქცია, ძალიან
მსუბუქი კომპოზიციური მასალისგან დამზადდა. ამის წყალობით, შუშის ბოჭკოვანი კომპოზიტის
ანალოგიურ სტრუქტურასთან შედარებით, კონსტრუქცია 40 პროცენტით მსუბუქია. გარდა
ამისა, ავტომობილი დახვეწილი აეროდინამიკითაც გამოირჩევა. მისი დახმარებით, 240
კმ/სთ სიჩქარეზე, სარბოლო ვერსიის დინამიკური დატვირთვა 215 კილოგრამს აღწევს.
ამასთან, მყიდველს შეუძლია აარჩიოს ორიდან ერთი, განსხვავებული მახასიათებლის მქონე
სპლიტერი და დიფუზორი.
რაც შეეხება ინტერიერს, ის მინიმალისტური
გადაწყვეტით გამოირჩევა და ამის წყალობით, ავტომობილს არ ამძიმებს. ასე განსაჯეთ,
სტანდარტული შესრულებით, იქ მხოლოდ ერთი სავარძელი განლაგდა, მეორე სავარძელს კი
მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად,
პილოტს ფერადი, TFT ეკრანი დაეხმარება. საჭის რგოლი მოსახსნელია, რაც ტრეკზე
ორიენტირებული ავტომობილებისთვის ნორმაა.
„3-ილევენი“ მხოლოდ ხელით დამზადდება. მისი
წარმოება მომავალ წელს დაიწყება. საგზაო ვერსიის ფასი 82 000 გირვანქა სტერლინგია,
სარბოლო ვერსიისა კი - 115 200 გირვანქა სტერლინგი. „ლოტუსი“ მხოლოდ 311 ცალი „3-ილევენის“
გამოშვებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment