დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 24, 2015

„ლენდ როვერ დიფენდერ 2 000 000“

Land Rover Gives 2 Millionth Defender A Special Treatment
24 ივნისი
„ლენდ როვერმა“ სოლიჰალის ქარხანაში მე-2 მილიონე „დიფენდერი“ გამოუშვა. გამორჩეულ ავტომობილს სახელში „2 000 000“ დაემატა და ის სპეციალური ვერსიის სახით დამზადდა. ამდენი „დიფენდერის“ გამოსაშვებად, ბრიტანულ კომპანიას 67 წელი დასჭირდა. საიუბილეო ავტომობილის კონვეიერიდან ჩამოსვლას საზეიმო ცერემონია მიეძღვნა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის, გადაცემა „გადარჩენა ნებისმიერ ფასად“ წამყვანი ბეარ გრილსი, ტელეწამყვანი ადამ ჰენსონი, ყოფილი მრბოლი იუბერ აურიოლი და „იაგუარ ლენდ როვერის შეფი რალფ შპეტი.
ოთხივემ საიუბილეო ვერსიის სპეციალურ დაფაზე, რომელიც სალონშია მოთავსებული, თავისი ხელმოწერა დატოვა. ავტომობილი სამკარიანია, შეღებილია ვერცხლისფრად და აქვს შავი ფერის რადიატორის ცხაური, სახურავი და ბორბლები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ავტომობილს ამშვენებს ფირფიტა, რომელზეც მისი რიგითი ნომერია გამოსახული. ფირფიტა ავტომობილის უკან მოთავსდა.
დაბოლოს, ავტომობილის მარცხენა ფრთაზე გამოსახული რედ უორფის ყურის რუქა, იმ ადგილის, რომლის ქვიშაზეც პირველად გამოისახა პირველი „ლენდ როვერის“ ესკიზი. რედ უორფის ყურის სურათები ასევე სავარძლებსაც ამშვენებს. ისტორიას მიეძღვნა კიდევ ერთი აღნიშვნა - „S90 HUE“, რომელიც პირველი წინასერიული „ლენდ როვერის“ ნომრის (HUE 166) გამოძახილია. ის „პირველი“ 1940-იან წლებში შეიქმნა და გაგრძელება სერიულ ვერსიაში ჰპოვა.
საიუბილეო „დიფენდერი“ საზოგადოების წინაშე პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გაიმართება. შემდგომში, ის კიდევ რამდენიმე საავტომობილო გამოფენაზე გამოჩნდება, დეკემბერში კი მას ბონჰემსის აუქციონზე გაიტანენ. მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა, საქველმოქმედო მიზნებს მოხმრდება. დეკემბერშივე დასრულდება ახლანდელი თაობის „დიფენდერის“ წარმოება. და მისი შემცვლელიც ბაზარზე მალევე გამოჩნდება - მისი სტილის შემუშავება უკვე დასრულებულია. წარმოება კი 2018 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment