Nasr fears Sauber form isn't to last
4 მაისი
„ზაუბერის“
ფელიპე ნასრი ამბობს, რომ მის გუნდს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება გაუჭირდება,
რადგან მეტოქე გუნდები თავიანთ ტექნიკას მუდმივად აახლებენ, „ზაუბერს“ კი ამის
საშუალება ნაკლებად აქვს. ეს კი აუცილებლად უარყოფითად აისახება მისი პილოტების
შედეგებზე.
შვეიცარიული
გუნდისთვის გასული სეზონი განსაკუთრებით ძნელი იყო. „ზაუბერს“ არ ჰყავს ძლიერი
სპონსორები, რასაც ისიც დაერთო, რომ კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის, გიედო ვან
დერ გარდესთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. და ამ პირობებში, „ზაუბერმა“
როგორღაც შეძლო და ახალი სეზონისთვის კარგად მოემზადა. თუმცა მიღწეულს აუცილებლად
ესაჭიროება განვითარება, რაც ფინანსების ნაკლებობის გამო, თითქმის შეუძლებელია.
„ბარსელონა ბევრი
გუნდისთვის ალბათ გარდატეხის მომენტი იქნება. ბევრი მათგანი მანქანას
გააუმჯობესებს. არ ვიცი, ამის შემდეგ ქულების ზონასთან ისევ ახლოს ვიქნებით, თუ
არა. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება, რის შემდეგაც გავიგებთ, რეალურად სად ვართ.
თუმცა თუ სიტუაციას რეალურად თუ შევაფასებთ, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონის
მსვლელობისას, ჩვენი სიტუაცია აუცილებლად გართულდება“, - ამბობს ბრაზილიელი
მრბოლი.
ნასრი
ფორმულა ერთის ახალბედაა, თუმცა მელბურნში, სადებიუტო რბოლაშივე თავი შესანიშნავად
ჩატარებული მეხუთე ადგილით გამოიჩინა. მისი თქმით, შემდგომში „ზაუბერის“ მანქანის გაუმჯობესება
ძირითადად აეროდინამიკის მხრივ მოხდება.
„ჩინეთში
ახალი წინა ფრთა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამან ისე ვერ იმუშავა, როგორც ველოდით.
ამიტომ, ბარსელონასთვის მისი გადაკეთება მოგვიწევს. იმედი გვაქვს, რომ ამჯერად
რაღაც გამოგვივა“, - ამბობს ნასრი.
No comments:
Post a Comment