Land Rover Won't Go After Maker Of Range Rover
Evoque Copy
23 აპრილი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ აღიარა, რომ მის ძალებს აღემატება
იმ ჩინურ კომპანიასთან სამართლებრივი დავა, რომელმაც ახლახანს, შანჰაის ავტო
შოუზე, „რეინჯ როვერ ევოუკის“ იაფფასიანი ასლი წარადგინა. კერძოდ, შანჰაიში ბრიტანული
კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ კომპანია „ლენდუინდის“
მიერ ინტელექტუალური საკუთრების აშკარად დარღვევის მიუხედავად, ადგილობრივმა
მართლმსაჯულებამ, ჩინურ კომპანიას „ევოუკის“ მისეული ასლის, X7-ის
წარმოების უფლება მიანიჭა.
„აქ კანონები არ მოქმედებს, აქ ჩვენ არაფერი
გვიცავს. ამიტომ მოგვიწევს, შევეგუოთ არსებულ სიტუაციას“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს
იუროპთან“ საუბრისას განაცხადა შპეტმა. გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ყოველივეს
მიუხედავად, ბრიტანული კომპანია და მისი მფლობელი, ინდური „ტატა“ ამჟამად ალტერნტიულ
გზებს ეძებენ იმისათვის, რომ თავისას მიაღწიონ.
სასამართლო დავა ორ კომპანიას შორის გასულ წელს
დაიწყო მას შემდეგ, რაც „ლენდუინდმა“ გუანჯოუს მოტორ შოუზე X7 წარადგინა. გარდა
იმისა, რომ გარეგნულად ეს ავტომობილი ძალიან ჰგავს „ევოუკს“, აღჭურვილობითაც
მასთან ახლოსაა. ის აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომლის
სიმძლავრეც 188 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 8-საფეხურიანი
ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. მაგრამ თუ „ევოუკი“ დაახლოებით 40 000 გირვანქა
სტერლინგის ექვივალენტური ფასი ღირს, „ლენდუინდ X7-ის“ შეძენა
14 000 გირვანქა სტერლინგის ექვივალენტურ ფასშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „ლენდ როვერმა“ ჩინურ კომპანია „ჩერისთან“
ერთად, ახლახანს ჩინეთში ახალი ქარხანა აამოქმედა, რომელიც სწორედ „ევოუკს“
აწარმოებს. რაც შეეხება „ლენდუინდს“, ის ორი ჩინური კომპანიის - „ჩანგან ავტოს“ და
„ძიანლინ მოტორსის“ მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმოს მიერ ჩამოყალიბებული ავტონომიური
კომპანიაა.
No comments:
Post a Comment