McLaren eyeing first Formula 1 points of 2015 in Spanish Grand Prix
20 აპრილი
„მაკლარენი“ თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ
სეზონს ატარებს, მაგრამ გუნდი მეთოდურად აგრძელებს მანქანის სრულყოფას, რაც ბაჰრეინშიც
გამოჩნდა. ფერნანდო ალონსომ მეოთხე ეტაპზე მე-11 ადგილი დაიკავა, რაც უდაო
პროგრესია. მაგრამ რა თქმა უნდა, უოკინგელები ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
უფრო მეტიც, ისინი მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ბარსელონას მონტმელოს ტრეკი
უმასპინძლებს, პირველი ქულების აღებას გეგმავენ.
„მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს,
რომ პირველი ევროპული ეტაპისთვის, შასის და ძრავის მოდიფიცირება იგეგმება, რამაც
ბოლიდის კონკურენტუნარიანობა უნდა გაზარდოს. ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას,
ბუიემ განაცხადა, რომ ბარსელონასთვის „ჰონდა“ სიმძლავრის გაზრდას აპირებს, რაც
მანქანის სიჩქარეს გაზრდის. გარდა ამისა, ალონსოს და ჯენსონ ბატონს იმის
საშუალებას მისცემს, რომ წრეზე არავის გაასწრებინონ. იმავდროულად, ის აღიარებს,
რომ საკვალიფიკაციო რბოლებში სიჩქარე კვლავაც დარჩება მანქანის სუსტ მხარედ, რის
გამოც, მიზანი მეორე ეტაპზე გადასვლა იქნება.
ბუიე ამბობს, რომ ბაჰრეინში ალონსოს გამოსვლამ გუნდის
მოლოდინი გაამართლა. მანქანის მთავარი ნაკლი, სწორ მონაკვეთზე არასაკმარისი
სიჩქარეა. მაგალითად, ბაჰრეინის კვალიფიკაციაზე, დაახლოებით 15 კმ/სთ არ ჰქოფნიდა.
მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორებას უოკინგელებს „ჰონდას“ ფ1-ის შეფი იასუჰისა არაი
პირდება.
ესპანურ
ეტაპს მოუთმენლად ელის ალონსო და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისთვის საშინაო
რბოლაა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ესპანეთიდან „მაკლარენი“ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას
გეგმავს. თანაც, ბარსელონას ტრეკი ნაკლებად მომთხოვნია სიმძლავრისადმი. იგივე
სიტუაცია მონაკოშიც იქნება. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ შედეგებს
გააუმჯობესებს.
No comments:
Post a Comment