New images reveal how 2015 Mexican GP will look
22 აპრილი
სარბოლო ავტოდრომების ცნობილმა არქიტექტორმა ჰერმან
ტილკემ, ქალაქ მეხიკოს ძმებ როდრიგესების სახელობის ავტოდრომის (აუტოდრომო
ჰერმანოს როდრიგეს) ახალი დეტალები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ამ სეზონიდან
ფორმულა ერთი მექსიკას უბრუნდება და რბოლა სწორედ განახლებულ ავტოდრომზე
ჩატარდება.
ბოლოს ამ ტრეკმა ფ1-ის მექსიკის დიდ პრიზს 1992
წელს უმასპინძლა. მაგრამ იმ კონფიგურაციიდან ტილკემ ძალიან ცოტა რამ დატოვა. ამის
მთავარი მიზეზი, უსაფრთხოების ზონების მოწყობაა. თანამედროვე სტანდარტების
დასაკმაყოფილებლად, ტილკემ თითქმის ყველა მოსახვევი გადააკეთა.
ყველაზე მნიშვნელოვნად ბოლო მოსახვევი -
„პერალტადა“ შეიცვალა, რომელსაც ადრე პარაბოლიკის ფორმა ჰქონდა. ეს იყო ძალიან
სწრაფი, 180-გრადუსიანი მოსახვევი, სადაც 1991 წელს აირტონ სენას თავისუფალი პრაქტიკებისას
მძმე ავარია მოუვიდა. წინა რეკონსტრუქციის შემდეგ, „პერალტადა“ ხუთმოსახვევიან და საკმაოდ
ნელ სეგმენტად გადაკეთდა, რომლის გასწვრივაც, დიდი ტრიბუნების სექცია განლაგდა.
სხვათა შორის, ამგვარი კონფიგურაცია პირველად ჩემპ
ქარის სერიის ეტაპებზე 2000-იან წლებში გამოიყენეს, თუმცა ტილკემ მოსახვევები ისე
გადააკეთა, რომ მათი გავლის სიჩქარე შემცირებულიყო. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან
ბოლო მოსახვევში შესასვლელთან ახლოსაა პიტლეინზე შესასვლელი.
ასევე
საინტერესოა ისიც, რომ მეხიკოს ტრეკს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სწორი მონაკვეთი
აქვს, რომელსაც სამ მოსახვევიანი სექცია და კიდევ ერთი გრძელი სწორი მოჰყვება.
ტრეკზე მოძრაობა საათის ისრის მიმართულებითაა. საერთო სიგრძე 4.438 კილომეტრია,
რბოლისას კი სულ 69 წრე იქნება გასავლელი.
No comments:
Post a Comment