დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 5, 2015

კონცეპტუალური „სუზუკი iM-4“ - პატარა და მუშა

Suzuki's iM-4 Concept is a Cute Yet Capable Offroader
5 მარტი
თუ თქვენ პატარა, სასიამოვნო გარეგნობის, ეკონომიური და ყველგანმავალის თვისებების მქონე ავტომობილის შეძენას აპირებთ, „სუზუკი“ მალე სწორედ ასეთს შემოგთავაზებთ. მისი სახელის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს, თუმცა იაპონურმა კომპანიამ, მის კონცეპტუალურ წინამორბედ iM-4-ის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენისას, დაკონკრეტებისგან თავის შეკავება ამჯობინა - ამის დროც მალე მოვა.
პრემიერაზე ითქვა, რომ ეს კონცეპტუალური ავტომობილი შექმნილია თემაზე „ფორმის შთაგონება“. ამაზე კონკრეტული განმარტება არ ყოფილა, სამაგიეროდ პრეს რელიზში განმარტებულია, რომ iM-4 მარტივი ავტომობილიცაა და საკულტოც, სუფთაც და ტალახში სასიარულოც, ინოვაციურიც და რეტროც. საოცარია, მაგრამ ამ ავტომობილში, სხვადასხვა ხასიათის ფორმები, ერთმანეთთან ორგანულადაა შერწყმული, რაც სასიამოვნო სტილს ქმნის, სწორედ ისეთს, როგორიც უგზოობის პატარა ავტომობილს შეეფერება.
iM-4 პატარაა, მაგრამ ისეთი აღჭურვილობა აქვს, რომელიც გამძლე, საიმედო ავტომობილს შეეფერება. ასეთი ყოველდღიური სარგებლობისთვისაც კარგია და ქალაქგარეთ, მიუვალ ადგილებში თავგადასავლის საძებნადაც. მასში საწვავის ეკონომიისთვის საჭირო ტექნოლოგიებია გამოყენებული. ამასთან, ავტომობილს სოლიდური კლირენსი და სრულ ამძრავიანი ტრანსმისია აქვს, რაც თოვლშიც და ქვიშიან უდაბნოშიც უპრობლემოდ გაგატარებთ. და ამ დროს გეცოდინებათ, რომ თქვენი ავტომობილი ატმოსფეროს ნახშირორჟანგის მინიმალური ოდენობით აბინძურებს.
iM-4 ახალი თაობის პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც სიმტკიცითაც გამოირჩევა, სიმსუბუქითაც. ის არის უსაფრთხო, კარგად სამართავი, სტაბილური და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საწვავზე მცირე აპეტიტის მქონე. სხვათა შორის, იაპონური კომპანია პლატფორმების რიცხვის ოთხიდან სამამდე შემცირებას და მათი ძირითადი კომპონენტების მოდულარიზაციას გეგმავს. ეს კი ახალი ავტომობილების შემუშავების პროცესსაც გააიაფებს და დააჩქარებს. iM-4-ის გაბარიტებია: სიგრძე 3 693 მილიმეტრი, სიგანე 1 709 მილიმეტრი, სიმაღლე 1 566 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი საკმაოდ გრძელი - 2 438 მილიმეტრია.
კონცეპტუალური ავტომობილი სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ძრავით და ჰიბრიდულ სისტემა SHVS-ით (სმარტ ჰაიბრიდ ვიიქლ ბაი სუზუკი - ჭკვიანი ჰიბრიდული მანქანა სუზუკისგან). ამ სისტემაში სტარტერ-გენერატორია ინტეგრირებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილს დამატებითი სიმძლავრით უზრუნველყოფს, დამუხრუჭებისას კი კინეტეკურ ენერგიად ელექტრულად გარდაქმნის და ლითიუმ იონურ ელემენტებში აგროვებს.
ცნობისათვის, სულ ახლახანს, „სუზუკიმ“ ჰამოაცხადა, რომ მომავალ წელს ბაზარზე სრულიად ახალ „ჯიმნის“ გამოუშვებს. დიდი შანსია იმისა, რომ კონცეპტი iM-4 სწორედ მისი წინამორბედი იყოს...

No comments:

Post a Comment