დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 10, 2015

კონცეპტი iK-2 – „სუზუკის“ კომპაქტური ჰეჩბეკის მომავალი სახე

Suzuki Tackles B-Segment With iK-2 Hatchback Concept
10 მარტი
ჟენევის მოტორ შუზე, „სუზუკიმ“ ახალი კონცეპტუალური სუბკომპაქტური ჰეჩბეკი iK-2 წარადგინა, დიზაინის ახალ, „თხევადი დინების“ თემაზეა შექმნილი. კონცეპტი უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული და ელეგანტური ფორმებით გამოირჩევა. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ მასზე ტექნოლოგიური სიახლეებიც გამოიყენა, რომლებიც ავტომობილს, ძალიან კონკურენტულ, B-სეგმენტში დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს.
ახალი პლატფორმის გარდა, კონცეპტი iK-2 ბენზინის ახალი ტურბო ძრავითაც აღიჭურვა, რომელსაც იაპონური კომპანია „ბუსტერჯეტად“ (BOOSTERJET) მოიხსენიებს. ძრავს ტურბინის გარდა, საწვავი ნარევის უშუალო შეფრქვევის სისტემაც ემსახურება. გარდა ამისა, სერიული წარმოების დაწყების შემდეგ, რაც მომავალი წლიდან იგეგმება, ავტომობილს ეგრეთ წოდებული რბილი ჰიბრიდული სისტემითაც აღჭურვავენ.
ავტომობილი კონცეპცია „ჰარმონიზებული ძალის“ შესაბამისადაა შემუშავებული. ის კომპაქტურ გაბარიტებში ოპტიმალურ შეთანწყობას ითვალისწინებს, რაც არსებული სივრცის უკეთ ათვისების, საშუალებას იძლევა. iK-2-ის თვისებათა შორისაა დახვეწილი დიზაინი, არის მოსახერხებელი, კომფორტული, მანვრული, სწრაფი, უსაფრთხო და რა თქმა უნდა, ეკონომიური. ეს ის თვისებებია, რომლებმაც ბაზარზე მისი სერიული ვერსიის პოპულარობა უნდა განაპირობოს.
ახალი პლატფორმა შემსუბუქებულია და იმავდროულად, გაიზარდა მისი სიმტკიცე. შეცვლილია ძირის სტრუქტურა. „სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ ოთხიდან სამამდე შეამცირებს პლატფორმების რიცხვს. ამასთან, დარჩენილ პლატფორმებსაც საერთო მოდულები ექნება. ამის წყალობით, კომპანია ახალი ავტომობილების სწრაფად და იაფად შემუშავებას შეძლებს, რაც მათს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 023 მილიმეტრი, სიგანე 1 920 მილიმეტრი, სიმაღლე 1 450 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 520 მილიმეტრია.
რაც შეეხება ძრავს, ეს არის 1.0-ლიტრიანი ტურბო, რომლის მახასიათებლებსაც „სუზუკი“ ჯერ არ გვიმხელს. როგორც რელიზი გვამცნობს, ძრავის ეკონომიურობას, მისი მცირე ლიტრაჟი და საწვავის უშუალოდ შეფრქვევა განაპირობებს, ტურბო კომპრესორის და იმავე უშუალო შეფრქვევის წყალობით კი გაზრდილია სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი.
კონცეპტ iK-2-ის სერიულ ვერსიას „სუზუკი“ ევროპის ბაზარზე 2016 წელს გამოიტანს.

No comments:

Post a Comment