დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 3, 2015

ალონსო პირველ რბოლას გამოტოვებს

Alonso to miss Australian Grand Prix
3 მარტი
სამწუხაროდ, ფორმულა ერთის ახალი სეზონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ფერნანდო ალონსოს გარეშე დაიწყება. როგორც „მაკლარენი“ აცხადებს, მართალია ალონსოს ტრავმა არ აქვს, მაგრამ ექიმების რჩევით, მას დასვენება მოუწევს. ალონსოს ბარსელონაში ტესტებისას ავარია მოუვიდა, რის შემდეგაც სამი დღე ჰოსპიტალში გაატარა. ამგვარად, მელბურნში მის ნაცვლად, „მაკლარენის“ მეორე ბოლიდის საჭესთან კევინ მაგნუსენი დაჯდება.
მართალია, ესპანელი მრბოლი თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ პილოტირება შეუძლია, ამასთან ექიმები აღიარებენ, რომ ალონსოს ტვინის შერყევის კვალიც აღარ ეტყობა, მაგრამ ისინი თვლიან, რომ თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესი იქნება, თუ ალონსო ცოტას კიდევ დაისვენებს. ისინი თვლიან, ტვინის შერყევის რეციდივის რისკი მაღალია და მოკლე დროში ორჯერ ასეთი ტრავმის მიღება მეტისმეტად არასასურველია.
როგორც „მაკლარენი“ აცხადებს, ალონსო გაგებით მოეკიდა ექიმების რჩევას და თანხმობა განაცხადა ავსტრალიის დიდი პრიზის გამოტოვებაზე. ესპანელი მრბოლი თავის კოკპიტს მეორე ეტაპზე - მალაიზიის დიდ პრიზზე დაუბრუნდება, რომელიც 27-29 მარტს ჩატარდება.
„მაკლარენის“ ვერსიით, ავარიის მიზეზი ძლიერი გვერდითი ქარი გახდა, რომლის გამოც ალონსომ მართვა დაკარგა და კედელს დაეჯახა. თუმცა მიმომხილველთა ვარაუდით, ავარიის მიზეზი სისტემა ერს-ის გაუმართაობა გახდა, რის გამოც, ალონსოს ძლიერმა დენმა დაარტყა და მყისიერად გათიშა. სხვათა შორის, ტესტებზე „მაკლარენის“ მთავარი პრობლემა სწორედ ეს სისტემა იყო.

No comments:

Post a Comment