Williams have “very competitive” car for first
race
2 მარტი
ვალტერი ბოტასი თვლის, რომ ახალი სეზონისთვის „უილიამსი“
კარგადაა მომზადებული. ფინელმა მრბოლმა, ვინც გასულ სეზონში რამდენჯერმე შეძლო კვარცხლბეკზე
ასვლა, ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს საუკეთესო დრო დააფიქსირა.
„ძალიან კარგი დღე გვქონდა და ტესტების ამ ასეთი
კარგი განწყობით დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია. მანქანა, რომლითაც მელბურნში
ჩავალთ, ძალიან კონკურენტუნარიანია და სეზონის საინტერესოდ დაწყება შეუძლია“, - ამბობს
ბოტასი და დასძენს, რომ FW37 „მართლაც ძალიან სწრაფი და საიმედო მანქანაა“.
ტესტების ბოლო დღეს ბრიტანულმა ყურადღება ახალი
ბოლიდის შესაძლებლობათა გამოვლენაზე გაამახვილა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ბარსელონას
ტესტებზე უფრო კარგი დროები ჰქონდა, „მერსედესია“, რომელსაც ყველა ისევ
უკონკურენტოდ მიიჩნევს. სამქიმიანების უკან კი საბრძოლველად „უილიამსის“ გარდა, „ფერარი“
და „რედ ბული“ ემზადებიან.
No comments:
Post a Comment