Nasr: More
to come from Sauber
19 მარტი
ფელიპე ნასრი
ავსტრალიის დიდი პრიზის ნამდვილი აღმოჩენა გახდა - მისგან და „ზაუბერისგან“ მეხუთე
ადგილს არავინ ელოდა. რა თქმა უნდა, ეს ნწილობრივ „ფერარის“ მკვეთრად გაუმჯობესებული
ძრავის დამსახურებაცაა. და ბრაზილიელი პილოტი ირწმუნება, რომ შვეიცარიული გუნდის
მიერ შექმნილ ბოლიდს გაცილებით მეტი შეუძლია.
„გუნდმა დამატებითი
სტიმული მიიღო. ყველას მოტივაცია გაიზარდა, მათ შორის მექანიკოსებისაც. ეს გვიჩვენებს,
რომ გუნდს გასული სეზონის შემდეგ, სოლიდური პროგრესი აქვს. მე ვფიქრობ, რომ უფრო
მეტის პოტენციალიც არსებობს“, - ამბობს ნასრი, ვისთვისაც მელბურნის რბოლა, ფ1-ში
პირველი გამოსვლა იყო. ის აღიარებს, რომ მიღწეული შედეგი მისთვისაც მოულოდნელი
იყო.
„ასეთ
შედეგს არც მე ველოდი. ჩვენ ყველამ ამით დიდი შვება მივიღეთ. მე ძალიან მიხარია,
რომ ამ რბოლაში ყველაფერი გამოგვივიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ პირველი რბოლა ქაოტური
იქნებოდა. დიდი გამოცდილება მივიღე, ყველაფერს ვაკონტროლებდი. რბოლამ აჩვენა, რომ
გუნდი კარგადაა მომზადებული. ვფიქრობ, ეს მათთვისაც დამატებითი მოტივაციის წყარო
იქნება“, - დასძენს ნასრი.
No comments:
Post a Comment