Rallying-Ogier completes hat-trick of wins in
Mexico
9 მარტი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ ამ სეზონის
მესამე რბოლაც მოიგო. ამჯერად ის ყველაზე სწრაფი მექსიკის რალიზე იყო, რომლის
დაწყებამდეც ამბობდა, აქ გამარჯვება თითქმის შეუძლებელიაო. ამის მიზეზად იმ ფაქტს
ასახელებდა, რომ სპეცმონაკვეთებზე პირველს უწევდა გასვლა, რაც გრუნტიან გზებზე
უპირატესობას მეტოქეებს ანიჭებს.
ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ორი ეტაპიც
მოიგო მონტე კარლოსა და შვედეთში, ამასთან მექსიკის რალიზეც ზედიზედ მესამედ
გაიმარჯვა. ფინელ იარი-მატი ლატვალას ოჟიესთან პაექრობის რეალური შანსი ჰქონდა,
მაგრამ შაბათის ერთ-ერთ სპეცმონკვეთზე, ლოდს დაეჯახა და თავისი „ფოლკსვაგენ პოლოს“
უკანა მარცხენა ნაწილი ძლიერ დააზიანა. ამან ის რბოლას გამოთიშა.
ოჟიესთან პაექრობის კარგი შანსი ჰქონდა ბელგიელ
ტიერი ნოივილისაც, მაგრამ ლიდერობისთვის ბრძოლისას, შეცდომა დაუშვა და მანქანა
ამოუყირავდა. ამის მიუხედავად, ასპარეზობა გააგრძელა და მერვე ადგილს დასჯერდა.
ამის შემდგ, ოჟიესთან ყველაზე ახლოს კრის მიკი იყო, მაგრამ მასაც ავარია მოუვიდა
და რბოლას გამოეთიშა.
ყველაზე სერიოზული ინციდენტი ესტონელ ოტ ტანაკს
შეემთხვა, რომელმაც პარასკევს, პირველივე სპეცმონკვეთზე დაკარგა თავის „ფორდ
ფიესტაზე“ კონტროლი და გზის პირას მდებარე ტბაში ჩავარდა. რბოლის ორგანიზატორებმა
გვიან შეიტყვეს მომხდარის შესახებ და შემთხვევის ადგილას ვერტმფრენი გაუშვეს,
რომელმაც თითქმის ჩაძირული მანქანა სტარტიდან 2.6 კილომეტრში აღმოაჩინა. იღბლად, მრბოლმაც
და მისმა ნავიგატორმა მოლდერ რაიგომაც მანქანას დროზე დააღწიეს თავი და ნაპირისკენ
გამოცურეს.
ამგვარად, ოჟიემ კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის
პოზიცია. მას ახლა 18 ქულა აქვს და 34 ქულით უსწრებს მეორეზე გადასულ ნორვეგიელ თანაგუნდელ
ანდრეას მიკელსენს, რომელმაც მექსიკური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.
მექსიკის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 4:19:13.400
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +01:18.800
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 01:25.100
4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 03:40.200
5. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 05:01.800
6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 06:36.100
7. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი) 14:52.700
8. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 22:43.300
9. ნიკოლას ფუქსი (პერუ, ფორდი) 22:49.000
10.
იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 23:10.200
No comments:
Post a Comment