Mercedes-AMG GT3 racer previews new road car -
latest image
20 თებერვალი
ესკიზური ტიზერების ჩვენების შემდეგ, „მერსედეს-ბენცმა“
თავის უახლეს სუპერ ავტომობილ AMG GT-ს სარბოლო ვერსიია, AMG GT3-ის პირველი ფოტო
ტიზერიც გამოაქვეყნა, რომელზეც ის წინიდან ჩანს და ძალიან ჰგავს ლეგენდარულ „გალვინგს“
(თოლიას ფრთას“, რომლის შორეული შთამომავალიცაა AMG GT. ამ ავტომობილის მსოფლიო
პრემიერა მალე ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
გერმანულ კომპანიას ამ ავტომობილის მახასიათებლები
ჯერ არ გამოუქვეყნებია და ამას ალბათ ვერც ჟენევაში გააკეთებს, რადგან AMG GT3-ს
ტესტების პროგრამა ჯერ გავლილი არ აქვს. ჟენევური პრემიერის შემდეგ, ის სწორედ
ტესტებზე გაიგზავნება, რომლის დასრულების შემდეგაც, 2016 წლის სეზონიდან GT3
სერიის რბოლებში, თავის წინამორბედ SLS GT3-ს შეცვლის.
სარბოლო ავტომობილი, სერიული AMG GT-ს ბაზაზეა
შექმნილი. მას ახალი ბამპერები, განიერი საბორბლე თაღები, ზორბა ჰაერის ამღები,
დამატებითი სავენტილაციო ღრიჭოები და დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა აქვს. ჯერჯერობით
სულ ესაა, რისი თქმაც დღეს ამ სარბოლო „ჭურვზე“ შეიძლება. სარბოლო ავტომობილი სტანდარტული
AMG GT-ს 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V8 ძრავის მოდიფიცირებული
ვერსიითაა აღჭურვილი. ტრანსმისიაც სარბოლო პირობებისთვის იქნება მისადაგებული.
No comments:
Post a Comment