No Land Rover Discovery Sport SVR Planned, But
Performance Model Possible
26 იანვარი
„ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო SVR-ის
დანშნულება ისაა, რომ სერიულ ავტომობილების ბაზაზე, მათი მრავალმხრივ გამორჩეული
ვერსიები შესთავაზოს მყიდველს. მაგალითად ისეთები, როგორებსაც კონკურენტები
აწარმოებენ. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ SVR-მა უახლესი „დისქავერი სპორტის“
ასეთი ვერსიის შექმნისგან თავი შეიკავოს.
„ლენდ როვერის“ საშუალო ზომის ავტომობილების
პროგრამის შეფმა მარი დიტჩმა, ვინც „დისქავერი სპორტის“ და „რეინჯ როვერ ევოუკის“
განვითარების პროგრამებს უძღვება, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ ამ ავტომობილების მძლავრი და სწრაფი ვერსიის შემუშავება, მათ მეტისმეტად
გააძვირებს, თუმცა მომავალში ასეთი ვერსიების წარმოება მაინც არ გამორიცხა.
მისი განმარტებით, „ლენდ როვერის“ სპეციალური
ოპერაციების შტოს საქმიანობა გარკვეულ სეგმენტებს მოიცავს და გარკვეულ საფასო
ზღვრებშია მოქცეული. და საშუალო მოდელების სწრაფი ვერსიები ამ ზღვრებში ვერ ჩაჯდება,
გაძვირება კი მათს გაყიდვებს შეაფერხებს.
უახლესი
„დისქავერი სპორტის“ ძრავების გამაში, „იაგუარ ლენდ როვერის“ სერია ინჯენიუმის მცირელიტრაჟიანი
და ძალიან ეფექტური ძრავები შედის. მათგან ბენზინზე მომუშავე ძრავი, მაღალი
სიმძლავრით (240 ცხენის ძალა) გამოირჩევა და უფრო ტემპერამენტიანი მძღოლებისთვისაა
განკუთვნილი. დიზელი კი ეკონომიურობით გამოირჩევა.
No comments:
Post a Comment