New nose rules “a headache” for FW37 design –
Williams
21 იანვარი
„უილიამსს“ თავისი ახალი ბოლიდის - FW37-ის
პრეზენტაცია, ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აქვს დაგეგმილი, თუმცა
მისი ფოტოები უკვე გავრცელდა. ეს კი მას შემდგ მოხდა, რაც გამოცემა „F1 რეისინგმა“
თავისი ახალი ნომრის ყდის ფოტო გაავრცელა. ყდა კი მთლიანად FW37-ს უკავია.
როგორც „უილიამსის“ ტექნიკური დირექტორი პერ
სიმონდსი ამბობს, ახალ ავტომობილზე მუშაობა ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, სანამ მისი
წინამორბედი ტრეკზე პირველად გავიდოდა. მთავარი ამოცანა, ახალი რეგლამენტის
მოთხოვნების გათვალისწინება იყო, რომელთა მთავარი მიზანი, ავტომობილების გარეგნული
მხარის გაუმჯობესებაა. სიმონდსის თქმით, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებამ,
ინჟინრებს ბევრი თავსატკივარი გაუჩინა.
„მანქანის ცხვირის ნაწილის სრულყოფას უფრო დიდხანს
მოვუნდით, ვიდრე მოველოდით. მთავარი სირთულე, აეროდინამიკაში შეიქმნა, რადგან
ჩაჭიდების ძალა შემცირდა და მის კომპენსაციას ბევრი გარჯა დასჭირდა. მაგრამ გასული
სეზონის მეორე ნახევარში, გუნდმა ძირითადი ყურადღება ისევ FW36-ზე გადაიტანა,
რადგან კონსტრუქტორთა პირველობაზე, „ფერარისთან“ მესამე ადგილისთვის იბრძოდა.
თუმცა, როგორც სიმონდსი ამბობს, „უილიამსის“ ტექნიკური
პერსონალის რაოდენობა ამჟამად უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ გუნდმა ერთდროულად
ორ პროექტზე მუშაობა შეძლოს. თანაც, გუნდს ის ფაქტორიც დაეხმარა, რომ ახალი
რეგლამენტით, ავტომობილების მინიმალური წონა გაიზარდა - სიმსუბუქე FW36-ის
ერთ-ერთი მთავარი კოზირი იყო, რაც ბალასტის ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას
იძლეოდა და ეს ფაქტორი ახალ სეზონში უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
სიმონდსი ამბობს, რომ რეგლამენტის სტაბილურობა,
ძალთა გათანაბრებას შეუწყობს ხელს, რასაც შედეგად კონკურენციის გაძლიერება
მოჰყვება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ფაქტორი მის გუნდსაც დაეხმარება „მერსედესის“
დაწევაში.
No comments:
Post a Comment