დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 18, 2015

„მერსედესი“ ახალი სეზონის ძველი ძრავით დაწყებას აპირებს

Mercedes to begin 2015 with 'old' engine
18 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ „მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდმა, ახალი სეზონი ძველი აგრეგატით დაიწყოს. ამის საშუალებას, ტექნიკური რეგლამენტის ის ნაწილი იძლევა, რომელიც ძრავებს ეხება. რეგლამენტში ორმაგი მნიშვნელობის პუნქტების დაფიქსირების შემდეგ, ძრავების ეგრეთ წოდებული „გაყინვის“ წესს აღარავინ შეასრულებს. გუნდბს უფლება აქვთ, მოგვიანებით დაარეგისტრირონ თავიანთი ახალი ძრავები, რაც მათ ლიდერი „მერსედესის“ დაწევის შანსს მისცემს.
მაგრამ „ფერარის“ და „რენოს“ გარდა, აგრეგატების სრულყოფის უფლება სამქიმიანებსაც ექნებათ, რომლებსაც გასული სეზონიდან სოლიდური ჰანდკაპი „გამოჰყვათ“. ეს კი მათ იმის საშუალებას აძლევს, რომ წინასასეზონო ტესტებსა და პირველ ოთხ ეტაპზეც კი, ამ ძრავით აღჭურვილი ბოლიდებით იასპარეზონ. „გაყინვის წესის ინტერპრეტაცია ერთი შეხედვით, „რენოს“ და „ფერარის“ სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ იგივე ჩვენზეც შეიძლება ითქვას“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.
ამაში გასაკვირი არაფერია. იმ დროს, როცა მეტოქეები ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობენ, „მერსედესი“ თავისუფალი განვითარების რეჟიმშია და თავის ისედაც საუკეთესო ძალურ დანადგარს კიდევ უფრო აუმჯობესებს. მაგრამ ფორის გამოყენების მიზნით, შეიძლება პირველ რბოლებში ისევ ძველი ძრავით გავიდეს. ტესტებზე და პირველ ოთხ ეტაპზე გამოჩნდება, შეძლეს თუ არა მეტოქეებმა დაწევა და სამქიმიანებიც შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ სეზონში, „მერსედესი“ თავის აგრეგატს 50 ცხენის ძალით გააძლიერებს. „თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენსა და „მერსედესს“ შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - ესპანურ „ელ მუნდოსთან“ საუბრისას ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი.
ფრანგული „ლ’ეკიპი“ წერს, რომ ვოლფის გადაწყვეტილებით, „მერსედესი“ ახალი სეზონისთვის მზადებას ძველი ძრავით დაიწყებს და მას თანდათან გააუმჯობესებს. უფრ მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ჩინეთსა და ბაჰრეინში გასული სეზონის ძრავებით იასპარეზებენ.

No comments:

Post a Comment