Shelby Launches 50th Anniversary Cobra 427, Only
50 Will be Built
3 იანვარი
ამერიკული კომპანია „შელბი ამერიკენი“ მალე როდსტერ
„კობრა 427-ის“ საიუბილეო ვერსიის წარმოებას დაიწყებს. მის გამოშვება ლეგენდარული
ავტომობილის შექმნიდან 50 წლის იუბილეს უკავშირდება. სუპერ ავტომობილის პრემიერა,
ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიმართება, სადაც მასზე შეკვეთების მიღერაც დაიწყება.
„შელბი ამერიკენი“ მხოლოდ 50 ცალი საიუბილეო
როდსტერის გამოშვებას აპირებს. ყოველ მათგანზე შესაბამისი წარწერა გაკეთდება. მათთვის
„შელბის“ ტრადიციულ ნუმერაციას გამოიყენებენ, ინდექსით CSX (1/50, 2/50 და ა.შ).
სპეც ვერსიის როდსტერი კლასიკური წინაპრის კონსტრუქციით აიგება. ოღონდ,
აღჭურვილობაში რამდენიმე სიახლე მაინც შევა. მათ შორისაა სარბოლო მუხრუჭები, მაჩვენებლების
განსხვავებული დიზაინი, სარბოლო ყაიდის საწვავის ავზი.
ძარა ალუმინისგან, ან შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან
დამზადდება. ალუმინის ძარიანი ავტომობილების ნაწილი არ შეიღებება, მათი ძარის
ზედაპირი მხოლოდ გაპრიალდება. ნაწილი კი ლურჯად შეიღებება და მათ თეთრი ფერის ზოლები
ექნება. კომპოზიტის ძარიანი ავტომობილები ლურჯ ფერში გამოეწყობა და მათ თეთრი
ფერის ზოლები დაამშვენებს.
„კობრა 427-ის“ საიუბილეო ვერსია, კლასიკური როდსტერის
ძრავით აღიჭურვება. ესაა Ford-ის ატმოსფერული 7.0-ლიტრიანი V8, რომლის საბაზ
ვერსიაც 410 ცხენის ძალას და 626 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ აგრეგატის დახმარებით,
ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 4.5 წამში ასწრებს, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ს აღწევს. მეორე ვერსიით, ძრავის სიმძლავრე 700
ცხენის ძალაა.
დაბოლოს, ფასების შესახებ: საიუბილეო „კობრა 427“
ალუმინის ძარით, 179 995 დოლარად გაიყიდება, კომპოზიტისძარიანის მყიდველს კი 119
995 დოლარის გადახდა მოუწევს. ორივე შემთხვევაში, ავტომობილის ფასში არ შედის
ძრავის და გადაცემათა კოლოფის ღირებულება. 410-ცხენისძალიანი ძრავის შემთხვევაში,
აგრეგატში დამატებით 50 000 დოლარი იქნება გადასახდლი, უფრო ძლიერი ძრავი კი
მყიდველს 70 000 დოლარი დაუჯდება.
No comments:
Post a Comment