Qoros Reveals Futuristic Q Concept for LA Show
Design Contes
13 ნოემბერი
უშნო? რა თქმა უნდა. გემოვნაბაზე არ დაობენ, მაგრამ
ამ ავტომობილს მომხიბვლელობაში ვერ „დაადანაშაულებ“. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ,
რომ მასზე ამხედრებულმა გაიარეთ ქალაქში - ასეულობით წყვილი თვალი აუცილებლად
გაგაყოლებთ მზერას. ანუ, ყურადღებას მიიპყრობთ და ბევრისთვის ხომ ეს გაცილებით
მეტს ნიშნავს, ვიდრე თუნდაც ლიმუზინით განავარდება შეიძლება იყოს.
ასეა, თუ ისე, ჩინურ-ებრაული კომპანია „ქოროსი“ ამ
ავტომობილს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალური სახით არსებობს, მალე ლოს
ანჯელესის მოტორ შოუზე გამოფენს. ეს ფოტოები კომპანიამ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე
გაავრცელა, რათა თავისი სტენდისადმი ინტერესი წინდაწინ გააღვივოს. სურათზე სწორედ
ის უშნო კონცეპტია, რომელზეც ვილაპარაკეთ.
კონცეპტუალურ ავტომობილს გარეგნობის შესაბამისი
უცნაური სახელი აქვს - „ქოროს ქლუდ ქუბედ“. მთავარი კი მასში გამოყენებული
ტექნოლოგიებია. მწარმოებელი ამბობს, რომ ეს არის „საზრიანი, მრავალგანზომილებიანი
მანქანაა, მართვის დამხმარე სისტემებით“. უფრო მეტიც, „ქოროსი“ ამბობს, რომ
კონცეპტ Q-ს მძღოლისგან ხუთი შეგრძნების სწავლა შეუძლია.
შემდეგ კი მძღოლთან ურთიერთობას ამ შეგრძნებათა შესაბამისად ჩამოაყალიბებს. თუ
მართლაც ასეა, საქმე ოთხბორბლიან ჰუმანოიდთან გვქონია, რომელსაც თავის პატრონთან
დამეგობრებაც კი შეუძლია...
მაგრამ „ქოროსი“ ამბობს, რომ 15 წელი გავა, სანამ
კონცეპტი რეალურ ავტომობილად მოგვევლინება...
No comments:
Post a Comment