დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 16, 2014

ეკლსტოუნი ორმაგი ქულების წესის გაუქმებას გვპირდება

Ecclestone set to drop double points for 2015
16 ნოემბერი
როგორც ჩანს, სეზონის ბოლო რბოლაზე ორმაგი ქულების წესს დიდი დრო აღარ დარჩა - თვით ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ფორმულა ერთის ეს ანომალია ისტორიას ჩაბარდება. არადა, ზუსტად ერთი წლის წინათ, სწორედ მისი აქტიურობის შედეგად შემოიღეს ეს წესი, რომლის დანიშნულებაც მარტივია - ჩემპიონატის ბოლო წრეებამდე ინტრიგის შენარჩუნება.
მაგრამ სეზონის განმავლობაში, ორმაგი ქულების წესს ყველა აკრიტიკებს. ბოლო ეტაპის წინ კი მას ყველა ბრუნვაში ატრიალებენ, რადგან სწორედ მის გამო, დიდი შანსია იმისა, რომ 10 მოგების მქონე ლუის ჰამილტონმა ტიტული თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს დაუთმოს, ვისაც მხოლოდ 5 რბოლა აქვს მოგებული. ყოველივეს მიუხედავად, მათ მხოლოდ 17 ქულა აშორებს. ეს მაშინ, როცა აბუ დაბიში გამარჯვებისთვის 50 ქულა იწერება.
„ტიტულის ბედს ტექნიკური უწესივრობა გადაწყვეტს, ეს ჩემპიონატს დიდ დაღს დაამჩნევს. არავის მოსწონს ორმაგი ქულები... ჩემი აზრით, ის არც ბერნის მოსწონს. ეს ისეთი რამეა, რაც მომავალი სეზონისთვის უნდა შეიცვალოს“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.
სხვათა შორის, სანამ ორმაგი ქულების წესს შემოიღებდნენ, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ის ბოლო სამ რბოლაზე გავრცელებულიყო. ვოლფი ამაზე ამბობს, რომ ეს კატასტროფა იქნებოდა. ეკლსტოუნი კი თავის დროზე, ამ წესის უარმყოფელ გუნდებს იდიოტებს უწოდებდა...

No comments:

Post a Comment