დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 14, 2014

„მაკლარენ-ჰონდამ“ სილვერსტოუნზე პირველად გაინავარდა

Interim McLaren-Honda F1 car breaks cover at Silverstone
14 ნოემბერი
„მაკლარენმა“ პირველად გვიჩვენა სარბოლო ბოლიდ, რომელიც „ჰონდას“ წარმოების უახლესი ტურბო ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. დებიუტი სილვერსტოუნზე შედგა, სადაც უოკინგელებმა პრომო გადაღებები ჩაატარეს. ავტომობილი, სახელად MP4-29H, შუალედურია და მიმდინარე სეზნს ბოლიდზეა დაფუძნებული.
ბოლიდის შასი იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ მასზე მაქსიმალურად კომპაქტურად განლაგებულიყო ახალი აგრეგატი. ამასთან, ოდნავ შესაცვლელი გახდა მანქანის უკანა ნაწილი, რომელსაც აეროდინამიკური დამუშავება ჯერ არ გაუვლია. ამ შუალედური ავტომობილის მთავარი დანიშნულება, ახალი აგრეგატის ოპტიმალური სამაგრი წერტილების განსაზღვრაა, რაც ინჟინრებს მაქსიმალურად დაბალი სიმძიმის ცენტრის მიღწევაში დაეხმარება.
გარდა ამისა, აგრეგატის და მასში შემავალი ელემენტების (შიდაწვის ძრავი, მისი ტურბინა, ელექტრო ძრავი, მისი მკვებავი ელემენტები და მართვის ელექტრონული ბლოკი) მაქსიმალურად კომპაქტურად განლაგება, ავტომობილის უკეთესი აეროდინამიკური მახასიათებლების მიღწევას განაპირობებს. ამიტომ, შუალედური „მაკლარენ MP4-29H“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალი სეზონის ბოლიდის (სავარაუდოდ, მისი სახელი იქნება MP4-30) კონსტრუირების საქმეში.
ფ1-ის სპორტული რეგლამენტის შესაბამისად, საპრომოუტერო ტესტ-გარბენის მანძილი 100 კილომეტრით იყო შეზღუდული. თუმცა, როგორც „მაკლარენის“ ინჟინრები ამბობენ, ესეც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის და აგრეგატის ადრეული პრობლემები დაფიქსირდეს. ამასთან, ამ ტესტების შემდეგ გადაწყდება, აბუ დაბიში, სეზონის შემდგომ ტესტებზე ამავე ბოლიდის გამოყვანა აჯობებს, თუ იმის, რომლითაც გუნდი ამჟამად ასპარეზობს.
„ჰონდა“ ძალიან მონდომებულია და დაბრუნებისთანავე კარგი შედეგების მიღწევას იმედოვნებს. უფრო მეტიც, აგრეგატის მთავარი ინჟინერი იოსუჰისა არაი იქადნის, რომ რბოლებს მომავალ სეზნშივე მოიგებენ.

No comments:

Post a Comment