Nissan Starts Delivering Electric Taxis to Rome,
Madrid and Barcelona
23 ოქტომბერი
ელექტრომობილები ტაქსის როლში მალე ევროპის დიდი
ქალაქებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდება - „ნისანმა“ უკვე დაიწყო რომის და
მადრიდის ტაქსოპარკებისთვის ელექტრომობილ „ლიფის“ მიწოდება, ბარსელონაში კი იმავე
მისიით ელექტრულ მინივენ e-NV200-ს შეიტანს.
რომის კომპანია „უნიონე რადიოტაქსიმ“ უკვე მიიღო
პირველი ორი „ნისან ლიფი“, რომლებიც ჯერ სატესტო რეჟიმში შეასრულებენ ტაქსის
მოვალეობას. ამ რეჟიმში ისინი ერთ წელს იმუშავებენ. ამასთან, ქალაქში
ელექტრომობილების დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მათ
დამუხტვას მობილური სადგურები შეასრულებენ, რომლებიც სწრაფად დასამუხტი აპარატურით
აღიჭურვება.
მობილური სადგურის რანგში „ნისანის“ მინივენი NV400
იმუშავებს, რომელიც დიდი ზომის ელემენტების ბლოკით აღიჭურვება. ასეთი მობილური
სადგურები ტაქსის როლში მომუშავე „ლიფს“ იქ მიაკითხავენ, სადაც მას ენერგია
გამოელევა. მობილური სადგური ლითიუმ-რკინა-ტეტრაფოსფატის ელემენტებით აღიჭურვება,
რომელთა ბლოკის ენერგო ტევადობაც 100 კილოვატსაათი იქნება. ამასთან, სადგურის
მარაგი მზის ენერგიით შეივსება. სადგური ტაქსის 30 პროცენტამდე დაცლილ ელემენტებს 80
პროცენტამდე 15 წუთში შეავსებს.
რომის შემდეგ, ტაქსის ფორმაში გამოწყობილი „ნისან
ლიფი“ მადრიდშიც გამოჩნდება. რაც შეეხება ბარსელონას ელექტრულ ტაქსის, e-NV200-ს
არჩევა ბუნებრივია - ამ ელექტრომობილს იაპონური კომპანია სწორედ ბარსელონაში
აწარმოებს...
No comments:
Post a Comment