Infiniti Q80 Inspiration concept previews Porsche
Panamera fighter
23 სექტემბერი
„ინფინიტიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის,
„Q80 ინსპირეიშნის“ შესახებ ინტერნეტით პირველი ინფორმაცია და ესკიზები გაავრცელა
და გვამცნო, რომ ამ ავტომობილს მალე ვიხილავთ ლუქსის კლასის ოთხკარიანი
ფასტბეკების სეგმენტში. ცნობისათვის, ამ სეგმენტის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გამორჩეული
„ბინადარია“ „პორშე პანამერა“.
როგორც იაპონური პრემიუმ კომპანიის დიზაინის
განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი ალფონსო ალბაისა ამბობს, კონცეპტუალური Q30-ის
და „Q50 ო რუჟის“ შემდეგ, „ინფინიტის“ კიდევ უფრო მაღალი კლასის ავტომობილის შექმნა
სურდა, რაც „Q80 ინსპირეიშნში“ გამოიხატა. „კონცეპტუალური Q80 ინსპირეიშნით გვინდოდა,
რაღაც განსაკუთრებულის, მშვენიერის და მიმზიდველის შექმნა, რაც მნახველზე წარუშლელ
შთაბეჭდილებას მოახდენდა“, - ამბობს ალბაისა.
„Q80 ინსპირეიშნის“ გაბარიტებია: სიგრძე 5 052
მილიმეტრი, სიგანე 2 027 მილიმეტრი, სიმაღლე 1 350 მილიმეტრი. მის ბორბლებს შორის
ბაზა კი 3 103 მილიმეტრია. ამგვარად, ის თავის კონკურენტებზე - „მერსედეს-ბენცის“ CLS-ზე,
„ბეემვეს“ მე-6 სერიის „გრან კუპეზე“, „პორშე პანამერასა“ და „აუდი A7 სპორტბეკზე“
ოდნავ გრძელია.
„ინფინიტი“ თავისი კონცეპტის სალონში სავარძლების
განლაგების საინტერესო ფორმულას - „1+1+1+1“ გვთავაზობს, რასაც თან შესაბამისი
განმარტებაც ახლავს - ამ +1-ების მთავარი აზრი ისაა, რომ ყველა სავარძელი ინდივიდუალურია.
გაბარიტებიდან
გამომდინარე, ახალი ავტომობილი, რომელიც კონცეპტ „Q80 ინსპირეიშნის“ ბაზაქზე გამოვა,
იაპონური კომპანიის ფლაგმანი გახდება. მისი წარმოების დაწყება 2017 ან 2018 წელსაა
მოსალოდნელი. კონცეპტის მსოფლიო პრემიერა კი მალე პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment