დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 18, 2014

„ლამბორგინი“ პარიზში ახალი ავტომობილით წარსდგება

Lamborghini Releases Teaser Sketch of Paris-Bound Mystery Car
18 სექტემბერი
„ლამბორგინიმ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელსაც პირველად პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს. იტალიურ კომპანიას ამ ავტომობილზე სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია და ამ ეტაპზე, მასზე მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება ლაპარაკი. ტიზერს თან ახლავს მოკლე განმარტება: „როცა სრულყოფილებას მიაღწევ, მისი გაორმაგებაც შეგიძლია“.
პრინციპში, ეს სიტყვები ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობა იმისაა, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელებს საწარმოო პროგრამის გაფართოება აქვთ განზრახული. ტიზერზე კი შესაძლოა ოთხკარიანი, ოთხადგილიანი ავტომობილის სილუეტია გამოსახული. სილუეტის მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფასტბეკის ტიპის ავტომობილია, რაც ოთხადგილიანი, ან 2+2 ტიპის კაბინისთვის შესაფერისია. ამასთან, არაა აუცილებელი, რომ ავტომობილს ოთხი კარიც ჰქონდეს, როგორც ეს კონცეპტ „ესტოკეს“ შეთხვევაში იყო.
ცნობისათვის, ეს ავტომობილი „ლამბომ“ პარიზის 2008 წლის მოტორ შოუზე წარადგინა და მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ იტალიური კომპანია მას სერიულადაც გამოუშვებდა. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კომპანიის გეგმები შეცვალა და „ესტოკეს“ პროექტმა თაროზე გადაინაცვლა. ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც, სანამ „ლამბო“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი: ტიზერზე გამოსახული სილუეტი, დაკვირვებულ თვალს რეტრო სტილს მოაგონებს. არაა გამორიცხული, რომ პარიზში ერთჯერად, გამორჩეული კლიენტის მიერ შეკვეთილ ავტომობილს გვიჩვენებენ. ამ რანგის სუპერ ავტომობილების მწარმოებლებისთვის ასეთი შეკვეთებით ერთჯერადი ავტომობილების წარმოება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ასეთი ავტომობილების შესახებ ვერავინ ვერაფერს გებულობს.
კიდევ ერთი კონცეპტის, უგზოობის GT-ს კლასის „პარკურის“ გახსენება შეიძლება. ეს ავტომობილი იტალიურმა კომპანიამ ატელიე „ჯუჯაროსთან“ ერთად შეიმუშავა და ჟენევის 2013 წლის მოტორ შოუზე აღტაცება გამოიწვია. სამწუხაროდ, არც ამ ავტომობილს ეწერა წარმოება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ისიც დაბრუნდეს. გარდა ამისა, ახლახანს „ლამბომ“ ჰიბრიდული აგრეგატი და ორი ახალი სახელი - „ასტერიონი“ და „ენკასტე“ დააპატენტა...

No comments:

Post a Comment