New Ferrari 458 Speciale Aperta with 605PS Ready
for Paris
28 სექტემბერი
როგორც „ფერარი“ ამბობს, ეს ავტომობილი, მის
ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული სპაიდერის ტიპის მოდელია. ის მხოლოდ 499 ცალი
დამზადდება, პირველად კი პარიზის მოტორ შოუზე გამოჩნდება. ეს არის კუპე „458
სპეჩალეს“ ღია ვერსია და მის მსგავსად, 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი,
რომელიც 605 ცხენის ძალას და 540 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს, მასთან
ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებული 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური
გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს და უკანა ბორბლებს აწვდის. ამ ტანდემის
დახმარებით, „458 სპეჩალე აპერტა“ ადგილიდან ასს 3.0 წამში ავითარებს, ორასამდე
9.5 წამი ჰყოფნის, ფიორანოს ტრეკზე კი ის ერთ წრეს კუპე ვერსიის მსგავსად, 1 წუთსა
და 23.05 წამში გადის.
ახალ ავტომობილს აქვს მყარი სახურავი, რომელიც
ავტომატურ რეჟიმში, 14 წამში იკავებს თავის პოზიციას, ან ამავე დროში იკეცება.
იმის მიუხედავად, რომ ღია ავტომობილის მზიდ სტრუქტურას გაძლიერება დასჭირდა, „458
სპეჩალე აპერტა“ თავის კუპე ვერსიაზე მხოლოდ 50 კილოგრამით მძიმეა და 1 340 კილოგრამს
იწონის. ამასთან, როგორც იტალიური კომპანია აცხადებს, ეს არის აეროდინამიკურად
ყველაზე სრულყოფილი ავტომობილი მის ისტორიაში.
პარიზის მოტორ შოუზე ავტომობილი ოქროსფერში
გამოწყობილი წარსდგება, რომელთანც მუქი ლურჯი და შავი ფერებია შეხამებული. ის
ხუთწკირიან ბორბლებზეა შემდგარი. ინტერიერის გასაწყობად, ლურჯი ფერის კარბონის ბოჭკოვანი
კომპოზიტია გამოყენებული. სავარძლებიც ახალია და ალკანტარითაა გაწყობილი.
No comments:
Post a Comment