დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 24, 2014

ნოივილმა გერმანიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Rallying-Neuville snatches German rally win after Latvala crash
24 აგვისტო
ბელგიელმა ტიერი ნოივილმა მოიგო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი, გერმანიის რალი, რომელსაც ორი ფავორიტი - ჩემპიონატის ლიდერი სებასტიან ოჟიე და მისი თანაგუნდელი და მთავარი მეტოქე, იარი-მატი ლატვალა გამოეთიშნენ. ნოივილმა 40 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ დანიელ სორდოს და თავის კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი.

სამდღიანი რბოლის მესამე დღეს, ასპარეზობას ოჟიე გამოეთიშა, რომელსაც ავარია მოუვიდა და მანქანა დაუზიანდა. ამის შემდეგ, ლიდერობა ლატვალამ გადაიბარა, რომელმაც მაშინვე სოლიდური ჰანდიკაპი შექმნა. მაგრამ მესამე დღის პირველივე სპეცმონაკვეთზე ისიც შეცდა და რბოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ, ლიდერობა ბრიტანელმა კრის მიკმა იგდო ხელთ, მაგრამ შეცდომა ამანაც დაუშვა და რბოლის მიტოვება მოუწია.

აქედან მოყოლებული, ნოივილი დაწინაურდა, რომელმაც ყოველგვარი რისკის გარეშე დაასრულა ასპარეზობა და ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვა. ეს პირველი ტრიუმფია „ჰიუნდაის“ საქარხნო გუნდისთვისაც, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ამ სეზონში დაუბრუნდა.

გერმანიის რალი
1. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          3:07:20.200
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                       +00:40.700
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       00:58.000
4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          01:03.600
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                            01:10.500
6. მადს ოსტბერგი, (ნორვეგია, სიტროენი)                    01:22.700
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            04:52.800
8. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი)                      09:18.100
9. პონტუს ტიტემანდი (შვედეთი, ფორდი)                  11:35.400
10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              11:37.200


მრბოლთა კლასიფიკაცია (ტოპ 10)
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 187 ქულა; 2. იარი-მტი ლატვალა (ფინთი, ფოლკსვაგენი) - 143; 3. ანდრეას მიკელსენი - 110; 4. მადს ოსტბერგი - 74; 5. ტიერი ნოივილი - 73; 6. მიკო ჰირვონენი - 73; 7. ელფინ ევანსი - 57; 8. კრის მიკი (ბრიტანთი, სიტროენი) - 54; 9. მარტინ პროკოპი - 37; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნირვეგია, ფორდი) - 26...

No comments:

Post a Comment