Motor racing-Lotterer replaces Kobayashi for
Belgian Grand Prix
20 აგვისტო
ლე მანის მარათონული რბოლის სამგზის გამარჯვებული,
გერმანელი ანდრე ლოტერერი ბელგიის დიდ პრიზზე „კატერჰემის“ ბოლიდით იასპარეზებს. 32
წლის ლოტერერი ბრიტანულ აუტსაიდერ გუნდში იაპონელი კამუი კობაიაშის ადგილს
დაიკავებს. „კატერჰემს“, რომელმაც მფლობელი ახლახანს შეიცვალა, სახელოვანი მრბოლის
მიწვევა, სპონსორების მისაზიდად ესაჭიროება, რათა ბიუჯეტის დეფიციტი შეივსოს.
„ჩვენი გუნდი მოგებული დარჩება საჭესთან ისეთი
გამოცდილი მრბოლის დასმით, როგორიც ლოტერერია. ჩვენი მთავარი ინტერესი ისაა, რომ
მან მანქანის სრულყოფაში მიიღოს მონაწილეობა. სპა-ფრანკორშანზე ხშირად ცვალებად
ამინდში გვიწევს ხოლმე ასპარეზობა, ლოტერერს კი ცვალებად პირობებში ასპარეზობის
დიდი გამოცდილება აქვს“, - ნათქვამია „კატერჰემის“ განცხადებაში.
რაც შეეხება კობაიაშის, ვისი საუკეთესო შედეგიც,
2012 წლის იაპონიის დიდ პრიზზე დაკავებული მესამე ადგილია (ზაუბერის მანქანით),
„კატერჰემში“ დარჩება. უნდა ითქვას, რომ გამოცდილება არც მას აკლია, თუმცა გუნდის
ფინანსებს ვერ ავსებს, რაც „კატერჰემისთვის“ მნიშვნელოვანი ფაქტორია. გუნდში მისი
პოზიცია მას შემდეგ შეირყა, რაც „კატერჰემი“ მისმა ყოფილმა მფლობელმა ტონი ფერნანდესმა
დატოვა.
ლოტერერი გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიოს თანაჩემპიონია
და მას სპაზე ასპარეზბის სოლიდური გამოცდილება აქვს - ამ ტრასაზე არაერთ
მრავალსაათიან რბოლაში მიუღია მონაწილეობა. მაგრამ ფ1-ში არასდროს უასპარეზია.
მხოლოდ 2002 წელს „იაგუარის“ ტესტ პილოტის როლში იყო, მაგრამ ტრასაზე გამოსვლის
საშუალება არ მისცემია.
„ამ გამოწვევისთვის მზად ვარ და სიამოვნებით
მივიღებ მონაწილეობას ფორმულა ერთის რბოლაში. ერთი სული მაქვს, როდის ჩავჯდები
მანქანაში და ტრასაზე გავალ. ძალიან რთული იქნება ახალ სიტუაციასთან მოკლე დროში
მორგება. გუნდმა მანქანას მოდიფიკაცია ჩაუტარა და მნიშვნელოვანი იქნება ტრასაზე დიდხანს
დარჩენა, რათა მათი ტესტირება შევძლოთ“, - ამბობს ლოტერერი.
გასულ 11 რბოლაში, „კატერჰემს“ ერთი ქულაც არ აქვს
აღებული. მისი ახალი შეფი კოლინ კოლესი, ვის გუნდთან (კოდევა) ერთადაც, ლოტერერს
ლე მანის რბოლაში მიუღია მონაწილეობა, დარჩენილ ეტაპებზე ქულებისთვის ბრძლას და
ჩემპიონტის მე-10 ადგილზე (11 გუნდს შორის) დასრულებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment