2015 Ford Mustang to Get 10-Speed Automatic
Transmission
22 აგვისტო
ახლოვდება ახალი, მეექვსე თაობის „ფორდ მუსტანგის“ გაყიდვების
დასაწყისი. ეს ავტომობილი ამერიკელი დილერების განკარგულებაში ნოემბრიდან იქნება.
ყველა მათგანი, სამივე ძრავის შემთხვევაში, მათთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური
და 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები მუშაობს. მაგრამ მალე მყიდველს 10-საფეხურიან
ავტომატურ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსმისიაზე „ფორდთან“
ერთად, „ჯენერალ მოტორსის“ სპეცალისტებიც მუშაობენ. გარდა ამისა, ორივე კომპანია 9-საფეხურიანი
ავტომატური ტრანსმისიის შექმნაზეც ერთობლივად მუშაობს. სავარაუდოდ, კოლოფები ორი
წლის შემდეგ იქნება მზად. ამასთან, 9-საფეხურიანს წინა ამძრავიან ავტომობილებზე
გამოიყენებენ, 10-იანს კი - უკანა ამძრავიანებზე.
უნდა ითქვას, რომ პოპულარობის მიუხედავად „მუსტანგი“
ადრე არასდროს გამოირჩეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებით. მას განსაკუთრებული აურის
წყალობით სწყალობდა მყიდველი, იმ აურის, რომელმაც ამერიკის სიმბოლოდ გადააქცია.
თუმცა, მეექვსე თაობის „მუსტანგი“ მხოლოდ ამერიკისთვის აღარ იქნება განკუთვნილი,
რაც იმას ნიშნავს, რომ აურის გარდა, მას გაყიდვებში თანამედროვე ტექნოლოგიებიც
უნდა დაეხმროს.
ასეც იქნება. ჯერ ერთი, მის აღჭურვილობაში უკვე
გამოჩნდა სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ძრავი, რომელიც 310 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს, უფრო მეტს, ვიდრე „მუსტანგისვე“ 3.7-ლიტრიანი V6, რომლის მაქსიმუმიც
304 ცხენის ძალაა. რადგან სიტყვამ მოიტანა, მესამე ძრავიც უნდა ვახსენოთ - 5.0-ლიტრიანი
V8, რომლის სიმძლავრეც 435 ცხენის ძალაა.
რაც
შეეხება 10-საფეხურიან ავტომტურ გადაცემათა კოლოფს, მას ცისფერი ოვალი თავისი
ყველაზე პოპულარული ავტომობილის - პიკაპ F-150-ისთვისაც გამოიყენებს. სხვათა
შორის, ეს ამ პიკაპისთვის ერთადერთი სიაქხლე არ იქნება. ჯერ ერთი, მის აგებულებაში
უკვე უხვად იყენებენ ალუმინს და სხვა მსუბუქ მასალებს, რაც საწვავის ეკონომიურ
ხარჯვას უწყობს ხელს. მეორეც, ამერიკული კომპანია ამ პიკაპის დიზელის ძრავით
აღჭურვის მიზანშეწონილებასაც განიხილავს.
No comments:
Post a Comment