Caterham sold to “a consortium of Swiss and
Middle Eastern investors“
2 ივლისი
კანადური დიდი პრიზის დღეებში, მალაიზიელმა ბიზნესმენმა
ტონი ფერნანდესმა გამოაცხადა, რომ მალე თავის ფ1-ის გუნდ „კატერჰემს“ გაჰყიდდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული საჯინიბო ამიერიდან შვეიცარიულ-ახლოაღმოსავლური
კონსორციუმის ხელში გადავიდა. ამასთან, მას სახელი არ შეეცვლება და ბაზაც ლიფილდში
დარჩება.
„კატერჰემის“ ახალ მფლობელებს მრჩევლად „ისპანიას“ და
„ფორს ინდიას“ ყოფილი შეფი კოლინ კოლესი ეყოლებათ. გუნდის შეფი კი „მინარდის“
ყოფილი პილოტი, ჰოლანდიელი კრისტიან ალბერსი გახდება, რომელიც ამ პოსტზე სირილ
აბიტბულს შეცვლის. იმავდროულად, ჯერჯერობით ფერნანდესის ხელში რჩება „კატერჰემის“
საგზაო ავტომობილების მწარმოებელი შტო, რომლის გაყიდვაც გუნდთან ერთად იგეგმებოდა.
„ჩვენ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ, რადგან ბოლო
ადგილიდან თავის დასაღწევად ბრძოლა მოგვიწევს. ჩვენ „კატერჰემის“ ერთგულნი ვრჩებით.
მას აქვს ყველანაირი რესურსი განვითარებისა და ზრდისთვის“, - ამბობს ალბერსი,
ვისაც თანაშემწედ „ისპანიას“ ყოფილი მენეჯერი მანფრედი რავეტო ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდესმა, ვინც ავიაგადამყვან კომპან
„ეარ ეიჟას“ მფლობელია, სხვა მალაიზიელ ინვესტორებთან ერთად, ფორმულა 1-ში 2010
წელს გუნდი „ლოტუს რეისინგი“ დააბრუნა. ამ სახელის გამოყენების უფლება მას „ლოტუსის“
ჯგუფმა მისცა. მოგვიანებით, ფერნნდსმა „ლოტუსის“ ისტორიული სახელიც (ტიმ ლოტუს) გამოისყიდა,
რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონ ჯეიმს ჰანტის ძმა, დევიდი ფლობდა. თუმცა სასამართლო
გარჩევების შედეგად, ეს სახელი „რენოს“ პარტნიორ გუნდ „ლოტუს რენო GP-ს“
დაუთმო. ფერნანდესმა კი კომპანია „კატერჰემი“ შეიძინა და თავის გუნდსაც 2011 წლიდან
მისი სახელი დაარქვა.
No comments:
Post a Comment