Bugatti mulls hybrid follow-up to Veyron supercar
–sources
12 ივლისი
ახლოვდება დრო, როცა „ბუგატი“ თავისი ერთადერთი სუპერ
ავტომობილის, „ვეირონის“ წარმოებას შეწყვეტს. ფრანგულ კომპანიას სულ რამდენიმე
ეგზემპლარიღა დარჩა გამოსაშვები იმ დაგეგმილი 450-დან, რომლებსაც ამ ავტომობილის
პრემიერისას შეგვპირდა. და რა თქმა უნდა, ახლოვდება დრო, როცა მის შემცვლელს
გაგვაცნობს.
ცნობილი ამბავია, რომ „ბუგატის“ ახალი შეფი
ვოლფგანგ დიურჰაიმერი, ვინც ცოტა ხნის წინათ, „აუდის“ და „პორშეს“ კვლევისა და
განვითარების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა, არ მალავს, რომ „ვეირონის“
შემცვლელის ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვას ანიჭებს უპირატესობას. სხვათა შორის, ნახსენებ
ორ გერმანულ კომპანიაში, სწორედ ის უძღვებოდა პროექტებს, რომელთა შედეგადაც
ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი რამდენიმე მოდელი (სერიული და კონცეპტუალური) იშვა.
ახლახანს კი როიტერსმა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფიდან
(რომელშიც ბუგატიც შედის) მიღებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის შესაბამისადაც, „ვეირონის“
შემცვლელი სწორედ ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის
ძალას მიაღწევს. აგრეგატში ისევ შევა 8.0-ლიტრიანი W16 ძრავი, რომელიც „ვეირონსაც“
ამოძრავებს და ვერსია „გრანდ სპორტ ვიტესის“ შემთხვევაში, 1200 ცხენის ძალას
ავითარებს. და ახალი ავტომობილიც მხოლოდ 450 ცალი დამზადდება.
„ჰიბრიდულ ამძრავ სისტემაზე გადასვლა, სუპერ
ავტომობილების მწარმოებლებისთვის ლოგიკური ნაბიჯი იქნება. ასე ისინი გამონაბოლქვსაც
შეამცირებენ და მახასიათებლებსაც გააუნჯობესებენ“, - ამბობს „საავტომობილო
მენჯმენტის ცენტრის“ შეფი შტეფან ბრატცელი.
შეგახსენებთ, რომ „ვეირონ სუპერ სპორტის“
მაქსიმალური სიჩქაქრეა 431 კმ/სთ და ამ მაჩვენებლთ, ის მსოფლიოს უსწრაფესი სერიული
ავტომობილი იყო, მაგრამ ახლახანს ეს საპატიო წოდება „ჰენესი ვენომ GT-მ“
ჩამოართვა. ბუნებრივია, „ვეირონის“ შემცვლელის ერთ-ერთი მისია, ამ წოდების დაბრუნებაც
იქნება.
No comments:
Post a Comment