დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 16, 2014

განახლებული „ფორდ ექსპლორერი“ უფრო სპორტული იერით

2015 Ford Explorer Gets Sporty Appearance Package
16 ივნისი
„ფორდმა“ თავისი შვიდადგილიანი ქროსოვერი „ექსპლორერი“ განაახლა, რომელსაც უფრო სპორტულად ორიენტირებული პაკეტი შემატა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა კომფორტი და ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ფერთა გამას კი სამი ახალი ფერი დაემატა. განახლებული „ექსპლორერის“ გაყიდვები ივნისის ბოლოს დაიწყება. ყველაზე მეტად, ცვლილება გარეგნულად ვერსია XLT-ს ეტყობა, რომელსაც უფრო სპორტული იერი და მახასიათებლები აქვს, რაც არ აკნინებს მის კომფორტულობასა და სვლის სირბილეს.
განaხლებული ვერსია XLT ალუმინის 20-დუიმიან ბორბლებზე დგას. მისი რადატორის ცხაური და გარე სარკეების კორპუსები კი მაგნეტიკ მეტალიკ ფერშია შეღებილი. ავტომობილს ქვედა ნაწილში, შავი ფერის არშია აქვს შემოვლებული, შავი ფერისავეა სახურავის საბარგულის რელსები. ეს ყველაფერი, სტანდარტულ XLT-თან შედარებით, მას უფრო სოლიდურ იერს ანიჭებს.
სიახლეებია სალონშიც: ესაა წინა, ტყავით გაწყობილი სავარძლები გამათბობლით და ზამშის ჩანართებით, ანალოგიურ სტილშია შესრულებული ძრიც. ცენტრალურ კონსოლზე განლაგდა 8-დუიმიანი სენსორული მონიტორი, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემას ემსახურება. აქვეა ორი USB პორტი MP3 ფორმატის ჩანაწერებისთვის და მეხსიერების SD-ბარათის წამკითხველი. უკანა ხედვის სარკეს თვითდაბურვის ფუნქცია გააჩნია. მაჩვენებლების დაფაზე ორი 4.2-დუიმიანი თხევადკრისტალური დისპლეი განლაგდა.
„ფორდ ექსპლორერის“ ბრენდ მენეჯერი მეტ ცუელკი ამბობს, რომ ამ სიახლეების სანაცვლოდ, ქროსოვერის ფასს მხოლოდ 1 195 დოლარი დაემატება. განახლების შემდეგ, საბაზო „ექსპლორერის“ ფასი 30 600 დოლარია, ვერსია XLT-ს ფასი კი 32 900 დოლარიდან იწყება.

No comments:

Post a Comment