დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 27, 2014

„მერსედესის“ სკულპტურა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე

Mercedes Builds Most Elaborate Goodwood Sculpture Ever to Celebrate Itself
27 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს ერთი ტრადიცია აქვს - გუდვუდის სასახლის წინ, ყოველთვის დგამენ გიგანტურ სკულპტურას, რომელიც რომელიმე ავტოსპორტულ მოვლენას, ან ავტოსპორტში სახელმოხვეჭილ კომპანიას წარმოგვიდგენს. წელს ასეთი სკულპტურის აგების საპატიო მისია „მერსედეს-ბენცს“ ჩააბარეს, კომპანიას, რომლის „ვერცხლისფერი ისრებიც“, წარსულსა და აწმყოში ბრწყინავენ სარბოლო ტრასებზე.



გრანდიოზული სკულპტურის შტუტგარტელებმა ჯერი ჯუდა, კალკუტაში დაბადებული ებრაელი, ბრიტანელი მოქანდაკე მიიწვიეს, რომელიც სწორედ გუდვუდის სკულპტურების შექმნაზეა დახელოვნებული. მას კი იდეები არ ელევა. თითქოს, მის ქანდაკებებს რაღაც საერთო აქვთ, მაგრამ ისინ ძალიან განსხვავებულები და ინდივიდუალურებია. ამჯერადაც ფესტივალს ასეთი შედევრი აჩუქა.

ქანდაკების სიმაღლე 26 მეტრია, სიგრძე 90 მეტრი. კონსტრუქცია 160 ტონას იწონის. მის წინ ნაწილში, „გზაზე“ ორი სარბოლი ავტომობილი დგას და ისინი სხვადასხვა მიმართულებით „იყურებიან.“ მათგან ერთი 1930-იანი წლების ლეგენდარული ვერცხლისფერი ისრების წარმომადგენელია. უფრო კონკრეტულად კი, 1934 წლის „მერსედეს-ბენც W25 სილვერ ეროუ“, იმ ავტომობილის რეპლიკა, რომლითაც ლეგენდარულმა მანფრედ ფონ ბრაუხიჩმა ნურბურგრინგის რბოლა მოიგო. მეორე კი არის ფორმულა ერთის ბოლიდი - „მერსედეს AMG პეტრონას F1 W04“, როგორითაც გასულ სეზონში ლუის ჰამილტონი ასპარეზობდა.


„მერსედესი“ სიამაყით გვარწმუნებს, რომ ეს არის ფესტივალის ისტორიაში „ყველაზე ამბიციური“ სკულპტურა. ლორდი მარჩი, ვინც გუდვუდის ფესტივალ-კონკურსის დამაარსებელია, ქანდაკებას „არქიტექტურულად და შესრულების დონით ყველაზე რთულ სკულპტურას“ უწოდებს. სკულპტურაზე გამოყენებულ ორ სარბოლ ავტომობილს საინტერესო კავშირი აქვთ - მათგან ერთი სამქიმიანების პირველი სარბოლი ავტომობილია, რომელიც V80 ძრავით იყო აღჭურვილი. მეორე კი - ბოლო.

No comments:

Post a Comment