2015 Ford Edge Gets Better Looks and More Tech
for its Journey Around the World
26 ივნისი
ამ ავტომობილს „ფორდი“ უკვე დიდი ხანია, ამზადებს.
პირველად კონცეპტუალური „ეჯის“ სახით, ლოს ანჯელესის შარშანდელ მოტორ შოუზე
გვიჩვენა. იქვე ითქვა, რომ ამიერიდან ეს საშუალო ზომის ქროსოვერი მთელი მსოფლიოს
მასშტაბით, ასზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. ახალი „ეჯი“, საშუალო ზომის გლობალურ
პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ცისფერი ოვალი სედან „ფიუჟნ/მონდეოს“ ბაზისად
იყენებს. ახალი ქროსოვერი კონცეპტუალური „ეჯის“ სტილშია შესრულებული, ინტერიერი კი
- „ფორდის“ კორპორატიულ სტილში.
ყველაზე დიდი სიახლე კი უახლესი ავტომობილზე ტექნოლოგიების
დანერგვაა, რომელთა უმეტესობის დანიშნულებაც უსაფრთხოების და კომფორტის დონის გაუმჯობესებაა.
ესენია: საჭის ადაპტირებადი სისტემა; პარკირების აქტიური გაუმჯობესებული დამხმარე
სისტემა; ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა,
მუხრუჭების მხარდამჭერი სისტემით; წინა კამერა 180-გრადუსიანი ხედვით;
სახელთათმანე ყუთში ჩამონტაჯეული აირბალიშის უახლესი სისტემა, გასაბერი ღვედები და
უკანა კარის შორიდან გაღების სისტემა.
ახალი „ეჯის“ ბორბლების ბაზა, წინამორბედისასთან
შედარებით, 25 მილიმეტრით, 2850 მილიმეტრამდე არის გაზრდილი. თუმცა, სალონში წინ
და უკან სავარძლებზე მსხდომთათვის ადგილები შესაბამისად, 48 და 25 მილიმეტრით
გაიზარდა. გაზრდილია საბარგულის მოცულობაც. ჩვეულებრივ, ის 1110 ლიტრია,
სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი 2078 ლიტრს აღწევს. ორივე პოზიციაში მოცულობა
შესაბამისად, 200 და 127 ლიტრით არის გაზრდილი. გარდა ამისა, როგორც ცისფერი ოვალი
ამბობს, ახალ „ეჯს“ თავის კლასში ყველაზე დიდი პანორამული სახურავი აქვს - მისი
სიგრძე 1210 მილიმეტრია.
ახალი „ფორდ ეჯი“ შესრულების ოთხი დონით იქნება
ხელმისაწვდომი. ესენია SE, SEL, სპორტ და ტიტანიუმ. ჯერჯერობით ძრავების გამაში
მხოლოდ სამი ისეთი აგრეგატია, რომელსაც მყიდველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით
შესთავაზებენ. ესენია სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი, რომელიც
ორგრაგნილიანი ტურბო კომპრესორის დახმარებით 245 ცხენის ძალას და 336 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს; ეკობუსტის 2.7-ლიტრიანი V6 დაახლოებით 300 ცხენის ძალით და 3.5-ლიტრიანი
ატმოსფერული V6. სამივე ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა
კოლოფი იმუშავებს. ამასთან, ახალი „ეჯისთვის“ შემუშავებულია როგორც წინა, ასევე
სრულ ამძრავიანი ტრანსმისიები.
ევროპული ბაზრისთვის, ძრავების გამაში ორი დზელიც
შევა. ორივე სერია დურატორქის, 2.0-ლიტრიანი ძრავია, ოღონდ ფორსირების
განსხვავებული ხარისხით: ერთი 180 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს,
მეორე კი - 210 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს. პირველ ძრავთან 6-საფეხურიანი
მექანიკური ტრანსმისია იმუშავებს, მეორესთან კი - 6-საფეხურიანი ავტომატური.
მოდერნიზაცია ჩაუტარდა დაკიდების სისტემას, რომელიც
უკეთ აქრობს გზის უსწორმასწორობისგან მიღებულ დარტყმებს და ახშობს ხმაურს.
ავტომობილის კონსტრუქციაში მეტწილად მაღალი სიმტკიცის ფოლადია გამოყენებული, რისი
წყალობითაც, დაახლოებით 26 პროცენტით გაიზარდა სტრუქტურის სიმტკიცე და გრეხვისადმი
მედეგობა. ახალი „ეჯი“ საჭის ადაპტირებადი ელექტრო გამაძლიერებლითაა აღჭურვილი, რითაც
ავტომობილი უფრო მანევრული და დინამიური გახდა. ეს სისტემა იმითაცაა საინტერესო,
რომ მასში გათვალისწინებულია თვითპარკირების სისტემასთან თავსებადობა.
ისევე როგორც პირველ „ეჯს“, ახალსაც კანდაში, ქალაქ
ტორონტოში გამოუშვებენ. პირველ რიგში, ავტომობილი ამერიკის ბაზარზე შევა (2015 წელს).
შემდეგ მას სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში
შეიტანენ.
No comments:
Post a Comment