Land Rover построит самый быстрый Range Rover в
истории
17 ივნისი
„ლენდ როვერმა“ თავის ყველაზე მდიდრულ ყველგანმავალ
„რეინჯ როვერ სპორტის“ ტემპერამენტიანი ვერსიის პირველი ვიდეო ტიზერი გაავრცელა,
ავტომობილისა, რომელიც ამ ბრენდის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი ავტომობილი უნდა გახდეს.
ავტომობილს, რომლის სახელიცაა „რეინჯ როვერ სპორტ R-S“, „იაგუარ ლენდ როვერის“
ახალი, „სპეციალური ოპერაციების“ განყოფილება ქმნის.
ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 5.0-ლიტრიანი V8 უზრუნველყოფს,
რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი
დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებას მხოლოდ 4.8
წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ს მიაღწევს. ცნობისათვის,
ამჟამად ყველაზე მძლავრი „რეინჯ როვერ სპორტის“ სიმძლავრე 510 ცხენის ძალაა,
რომლის დახმარებითაც სტანდარტულ აჩქარებას 5.3 წამს ანდომებს და მაქსიმუმ 225 კმ/სთ
სიჩქარეს ავითარებს.
სხვათა შორის, ეს მონაცემები საკმარისი იყი
იმისათვის, რომ „რეინჯ როვერ სპორტს“ ორი რეკორდი დაემყარებინა. ამ ავტომობილმა
უგზოობის მოდელებს შორის, ყველაზე სწრაფად გაიარა პაიკს პიკის 20-კილომეტრიანი
აღმართი, რომელზეც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული რბოლა პაიკს პიკი
იმართება ხოლმე. აღმართის დაძლევის დრო იყო 12 წუთი და 35.61 წამი.
მეორე
რეკორდი კი „რეინჯ სპორტმა“ საუდის არაბეთში, უდაბნო რუბ ალ ჰალიში დაამყარა,
რომელიც „ცარიელი მეოთხედის“ სახელითაა ცნობილი, 849 კილომეტრი რეკორდულ დროში - 10
საათსა და 22 წუთში გაიარა. ეს კი ამ ქვიშიანი უდაბნოს სერიული ავტომობილით
გადალახვის რეკორდული დროა.
No comments:
Post a Comment