დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 27, 2014

„ფორდი“ „ტორნეო კურიერს“ და „ტრანზიტ კურიერს“ თურქეთში გამოუშვებს

Ford Starts Building Tourneo Courier and Transit Courier in New $511 Million Turkish Plant
27 მაისი
„ფორდ მოტორ კომპანის“ თურქულმა ერთობლივმა კომპანია „ფორდ ოტოსანმა“, რომელშიც ამერიკული კომპანიის პარტნიორი, თურქული „კოჩ ჰოლდინგია“, ისტანბულის ევროპული ნაწილის გარეუბან იენიკოიში, ახალი ქარხანა გახსნა, სადაც ორ მინივენს, სამგზავრო „ტორნეო კურიერს“ და კომერციულ „ტრანზიტ კურიერს“ გამოუშვებს. 511 მილიონ დოლარად ღირებული ქარხნის მშენებლობა 16 თვეში დასრულდა.
„გლობალური ავტო ინდუსტრიის ისტორიაში, „ფორდ ოტოსანი“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და წარმატებული ერთობლივი კომპანიაა. დღეს კი მის ისტორიაში მორიგი დიდებული პერიოდი იწყება“, - ქარხნის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო, განაცხადა „ფორდის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა.
ახალი ქარხნის ფართობი 70 000 კვადრატული მეტრია. ის „ფორდ ოტოსანის“ კიდევ ერთი, ქოჩაელის ქარხნის სიახლოვეს მდებარეობს. ეს არის ერთობლივი კომპანიის მესამე ამწყობი ქარხანა, რომელიც თურქეთში მუშაობს. ქარხნის წარმადობა წლიურად 110 000 ავტომობილია. ის უახლესი, გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქ გამოშვებულ ავტომობილებს, ცისფერი ოვალი მსოფლიოს 46 ქვეყანაში გაჰყიდის.
ერთობლივი კომპანია „ფორდ ოტოსანი“ 50-ზე მეტი წლის წინათ შეიქმნა. ის ამჟამად აწარმოებს მძიმე სატვირთო „კარგოს“, სამგზავრო ვენ „ტურნეო კასტომს“ და ახლა უკვე სრულიად „ტურნეო კურიერსა“ და მცირე კომერციულ ვენ „ტრანზიტ კურიერს“. ერთობლივი კომპანია, მის მიერ გამოშვებულ ავტომობილებს, მსოფლიოს 106 ქვეყანაში ჰყიდის.

No comments:

Post a Comment