Jari-Matti Latvala claims second win of 2014
12 მაისი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა
რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი - არგენტინის რალი. ლატვალამ რბოლის
დასაწყისიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდ ხელიდან აღარც გაუშვია. ამგვარად,
პორტუგალიაში დამარცხებისთვის, თავის ფრანგ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან
ოჟიეს, პორტუგალიაში დამარცხებისთვის სამაგიერო მიუზღო.
ხუთშაბათის სუპერ სპეცმონაკვეთი ოჟიეს გამარჯვებით
დასრულდა, მომდევნო დღეს კი მან და ლატვალამ რამდენიმე სპეცმონაკვეთი მოიგეს, რის
შემდეგაც წინ ფინელი მრბოლი გაიჭრა. მათმა ბრძოლამ კულმინაციას შაბათს, სპეცმონაკვეთ
სან აგუსტინზე მიაღწია, როცა ორივემ შეცდომა დაუშვა და დატრიალდა. ამაზე უფრო მეტი
დრო ოჟიემ დაკარგა, რომლის „პოლოზეც“ საბურავმა ძარა დააზიანა.
ოჟიემ კვირის პირველ სპეცმონაკვეთებზე სცადა ლატვალასთან
ნახევარწუთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ისღა დარჩენოდა,
მეორე ადგილის შენარჩუნებაზე ეზრუნა, თუმცა ამაზე დიდი გარჯა აღარ დასჭშირდა,
რადგან უახლოესი მდევარი, ბრიტანელი კრის მიკი რამდენიმე წუთით ჩამორჩებოდა. ბოლო
ჩქაროსნულ მონაკვეთზე კი სამი ბონუს ქულა დაიმსახურა.
მიკიმ მესამე პოზიციაზე პარასკევს მას შემდეგ გადაინცვლა,
რაც ანდრეას მიკელსენის „პოლოს“ მექანიკური პრობლემები დაეწყო. ის რბოლას რალი2-ის
კლასიფიკაციით დაუბრუნდა და მეოთხემდე ამოქაჩა, მაგრამ მიკის ვეღარ მისწვდა. თავის
მხრივ, ბრიტანელსაც არაერთი ინციდენტი შეემთხვა, თუმცა ფინიშს მაინც მიაღწია და
თავის კარიერაში მეორედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის რბოლის კვარცხლბეკზე ასვლა.
კვირას
ყველაზე მეტად თავი მიკო ჰირვონენმა გამოიჩინა, რომელმაც რამდენიმე სპეცმონაკვეთის
მოგება შეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, პარასკევის ავარიამ ბევრი დრო დააკარგვინა და
საბოლოოდ, მეცხრე ადგილს დასჯერდა. მადს ოსტბერგი რბოლას ხელის ტრავმის გამო
გამოეთიშა, რომელიც პარასკევს მომხდარი ავარიისას მიიღო. ტექნიკურმა პრობლემებმა, რბოლაში
ხელი რობერტ კუბიცას და ელფინ ევანსს შეუშალეს.
არგენტინის რალი
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 4:41:24.800
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +01:26.900
3. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 05:54.700
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 06:18.300
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 08:25.800
6. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი) 10:08.000
7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) 10:32.200
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 12:03.900
9. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 19:54.800
10.
ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდი) 23:10.200
მრბოლთა კლასიფიკაცია
1.
სებასტიან ოჟიე - 112 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 88; 3. ანდრეას მიკელსენი - 48;
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) - 48; 5. მიკო ჰირვონენი - 40; 6. კრის
მიკი - 32; 7. ტიერი ნოივილი - 31; 8. ელფინ ევანსი - 26; 9. მარტინ პროკოპი - 22;
10. ბრაიან ბუფიე საფრანგეთი, ფორდი) - 18; 11. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია,ფორდი) -
16; 12. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) - 10; 13. რობერტ კუბიცა - 8; 14. ბენიტო
გერა (მექსიკა, ფორდი) - 8; 15. კრის ეტკინსონი (ავსტრალია, ჰიუნდაი) - 6...
No comments:
Post a Comment