დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 28, 2014

„რედ ბული“ შეიძლება „ფოლკსვაგენის“ ძრავებზე გადავიდეს

Red Bull flirting with VW engine switch – report
28 მაისი
მიმდინარე სეზონში, „რედ ბულის“ მიერ ლიდერის პოზიციის „მერსედესისთვის“ დათმობის ფონზე, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავსტრიული საჯინიბო ძრავების მიმწოდებლის გამოცვლაზე ფიქრობს. ასეთი ვარაუდების წარმოქმნას კი ხშირად გუნდის ხელმძღვანელობის გამონათქვამები უწყობს ხელს.
გერმანულ მედიასთან საუბრისას, კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომ მარკომ განაცხადა, რომ გუნდი „რენოს“ ძრავების პროგრესს ავსტრიის დიდი პრიზის შემდეგ, ივნისში შეაფასებს და ამის შემდეგ შეუდგება მომავალში ძრავების მიმწოდებლის საკითხის განხილვას.
სანამ რაიმე გაირკვეოდეს, მანამ შეიძლება თქმა, რომ „მერსედესთან“ თანამშრომლობა პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან გერმანული გუნდი „რედ ბულის“ მთავარი მეტოქეა და ასეთ სიტუაციაში, მას კონკურენტუნარიან აგრეგატებს არ მიაწვდის. იგივე ითქმის „ფერარიზეც“. რაც შეეხება „ჰონდას“, იაპონურმა კომპანიამ განაცხადა, რომ თავიდან თავისი ძრავებით მხოლოდ „მაკლარენს“ მოამარაგებს. ამასთან, „რედ ბულის“ მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განაცხადა, რომ არ სურს ძრავების მიმწოდებლებთან კლიენტის სტატუსით მუშაობა.
და აქ იკვეთება კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალი: „რედ ბულს“ ახლო ურთიერთობა აქვს „ფოლკსვაგენთან“, რომლის სპონსორიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზეა. მართალია, გერმანული გიგანტი ყოველთვის უარყოფს ფ1-ით თავის დაინტერესებას, მაგრამ ცოტა ხნის წინათ ასე იყო რალისთან მიმართებაშიც.
„მართალია, „ფოლკსვაგენი“ სხვა სარბოლო სერიებში მონაწილეობს, მაგრამ ამ სერიებში ისეთ ძრავებს იყენებენ, რომლებიც ტექნოლოგიურად ახლოსაა ფ1-თან“, - ამბობს მარკო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვოლფსბურგელები აუცილებლად ჩაერთვებიან დიდი პრიზების ცირკში, მაგრამ მათი ჩართულობა შესაძლოა ირიბი იყოს. მაგალითად: „ფოლკსვაგენი“ „რედ ბულს“ საკუთარი ძრავების შემუშავებაში დაეხმარება.

რატომაც არა?..

No comments:

Post a Comment