Motor racing-Rosberg ends Hamilton's pole run in
Bahrain
5 აპრილი
„მერსედესის“ პილოტთა ბრძოლა პოულისთვის ამჯერად
ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა 0.279 წამით აჯობა თანაგუნდელს
და მას ზედიზედ მესამე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა. როსბერგისთვის ეს შარშანდელი
მონაკოს შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა.
აღსანიშნავია, რომ სახირის ტრეკზე სამქიმიანების
უპირატესობა განსაკუთრებით გამოკვეთილია - როსბერგმა თითქმის წამით აჯობა „დანარჩენებში
საუკეთესო“ დანიელ რიკარდოს, რომელსაც სტარტზე ათი ადგილით უკან დადგომა მოუწევს (მალაიზიიდან
გამოყოლილი ჯარიმა). რაც შეეხება ჰამილტონს, მან ბოლო სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა
და როგორც თავადვე განაცხადა, სწორედ მისივე ბრალია, რომ პოულების ჰეთ-თრიკი ვერ
შეასრულა.
„აქაურობასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს - GP2-ის
ტიტული სწორედ აქ მოვიპოვე და ფ1-ში ჩემი დებიუტიც სწორედ აქ შედგა. რბოლაში სულ
სხვა გამოწვევები გველის. საბურავების ცვეთა შეიძლება მთავარი პრობლემა და სირთულე
იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამასაც თავს გავართმევთ“, - განაცხადა
როსბერგმა, ვინც მელბურნში ამ სეზონის გახსნითი რბოლა მოიგო.
ჰამილტონი სამივე პრაქტიკაზე როსბერგზე სწრაფი იყო.
კვალიფიკაციის ბოლოს, ის თანაგუნდელს ჩამორჩებოდა და მისი დროის გაუმჯობესება
სცადა, მაგრამ ერთ მოსახვევში მეტისმეტი მოუვიდა და სიჩქარის დაგდება მოუხდა, რამაც
სწრაფი წრე გაუფუჭა.
„ყოველთვის პირველი ვერ ვიქნები. ვულოცავ ნიკოს.
მან შესანიშნავად იასპარეზა. მან თანდათან გაზარდა ტემპი და ბოლოს, როცა ყველაზე
მეტად იყო საჭირო, საუკეთესო წრეც გაიარა. ჩემს ბოლო წრეზე შეცდომა დავუშვი.
მუხრუჭები დავბლოკე და მოსახვევში შესვლა ძლივს მოვახერხე. თუმცა, საერთო ჯამში
კმაყყოფილი ვარ. ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც მუდმივად ვითარდება და
გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას გვიქმნის“, - განაცხადა ჰამილტონმა.
რიკარდს ამ სეზონში კატასტროფულად არ უმართლებს. თუმცა,
ყოველივეს მიუხედავად, ბაჰრეინულ კვალიფიკაციაზე თავისი შედეგით კმაყოფილია. ამ
ორი ბიჭის შემდეგ, ყველაზე კარგი დრო მე მქონდა და ამ ეტაპზე, ესეც
მაკმაყოფილებსო, - კვალიფიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა
ავსტრალიელმა. სხვას რას იტყოდა - ამჯერადაც აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან
ფეტელს, რომელმაც კვალიფიკაციის მეორე სეგმენტის გადალახვაც ვერ შეძლო. სხვათა
შორის, ამ სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ფეტელმა ათეულში შესვლა ვერ
შეძლო. თუმცა, რიკარდოს ათადგილიანი ჯარიმის წყალობით, რბოლას სწორედ მეათე
პოზიციიდან დაიწყებს.
„ისინი
(მერსედესი) მიუწვდომლები არიან. ეს ტრასაც მათთვის შესაფერისია. იმედია, რბოლაში
უკეთ გავირჯებით და რამდენიმე ქულას გადავარჩენთ“, - ამბობს მოქმედი ჩემპიონი.
ბაჰრეინის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33.185
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:33.464
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:34.051
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:34.247
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:34.346
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:34.368
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.387
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:34.511
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:34.712
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:34.992
- - - - - - - - - -
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:34.985
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:35.116
13. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:35.145
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:35.286
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:35.891
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:35.908
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:36.663
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:36.840
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:37.085
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:37.310
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:37.875
22.
მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:37.913
განლაგება სტარტზე
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი,
უილიამსი)
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს
ინდია)
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,
მაკლარენი)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია,
უილიამსი)
8. კევინ მაგნუსენი (დანია,
მაკლარენი)
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი,
ფერარი)
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ
ბული)
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია,
ფორს ინდია)
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო
როსო)
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ
ბული)
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
No comments:
Post a Comment