Marko suspects 'crack' in Vettel's car
27 აპრილი
ბარსელონას დიდ პრიზზე, სებასტიან ფეტელი სრულიად
ახალ შასის მიიღებს. როგორც ირკვევა, მის „სუზის“ სტრუქტურული დაზიანება აქვს, რაც
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, თავის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსთან ბრძოლის
საშუალებას არ აძლევს. და ტრასაზე ისე ჩანს, რომ ავსტრალიელი მასზე სწრაფია. ყოველ
შემთხვევაში, ეს მათს შედეგებზე აისახება.
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეების
მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომ შანჰაიში განცხადა, რომ გუნდმა უკვე დაიწყო
ახალ შასიზე მუშაობა და როგორც კი ის მზად იქნება, ფეტელს მაშინვე მასზე დასვამენ.
ახლახანს კი მან თქვა, რომ ეს ბარსელონაში მოხდება.
„ეს უკვე გადაწყვეტილია. ბარსელონაში სებასტიანი
ახალ შასის მიიღებს. რიგ შემთხვევებში, თმის ღერის სისქის ბზარსაც კი შეუძლია
შასის მახასიათებლების იმგვარად შეცვლა, რომ ეს რბოლის შედეგებზე იმოქმედებს“, -
ამბობს მარკო და დასძენს, რომ მსგავსი პრობლემები ფეტელს ადრეც ჰქონია, თუმცა
მაშინ შასის შეუცვლელად გამოასწორა საქმე.
„2012 წლის სეზონში სებასტიანს პრობლემები ჰქონდა,
რაც მარკ ვებერთან შედარებისას აშკარა იყო. მერე შასი შევცვალეთ და სიტუაცია
სრულიად შეიცვალა. ის პრაქტიკულად დაუმარცხებელი გახდა და ტიტულიც მოიპოვა“, -
ყვება მარკო.
შეგახსენებთ,
რომ ფეტელი თავის ბოლიდებს მეტსახელად ყოველთვის ქალის სახელს არქმევს. RB10-ს,
რომელიც V6 ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, „სუზი“ დაარქვა. ჯერჯერობით, ეს ავტომობილი
გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას არ აძლევს და ის აშკარად ვერ უწევს
კონკურენციას „მერსედესის“ „ვერცხლისფერ ისრებს“.
No comments:
Post a Comment