Raikkonen to retire after Ferrari stint
1 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ „ფერარი“ მისთვის
ფორმულა ერთში ბოლო გუნდია. „მე აქ თავს ბედიენარად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ,
რომ კიდევ ერთხელ სადმე გადასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა 34 წლის რაიკონნმა, ვინც
ამჟამად ფ1-ში ყველაზე ხნიერი პილოტია.
რაიკონენმა ფორმულა ერთში კარიერა კი 21 წლისამ
დაიწყო, როცა ყველასათვის უცნობი პილოტი, „ზაუბერმა“ მიიწვია. მას შემდეგ, მან ჯერ
„მაკლარენში“ გადაინაცვლა, სადაც პირველი გამარჯვებები მოიპოვა, შემდეგ კი „ფერარის“
წევრი გახდა, რომლის მანქანითაც 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მაგრამ მაგრამ
ორი წლის შემდეგ, გუნდმა კონტრაქტი გაუწყვიტა, რათა მის ადგილზე ფერნანდო ალონსო მიეწვია.
კიმი იძულებული გახდა, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადასულიყო, სადაც ორი სეზონი
გაატარა და რამდენჯერმე ნასქარ-ის რბოლებსიც მიიღო მონაწილეობა.
2012 წელს რაიკონენი ფ1-ს დაუბრუნდა, ოღონდ „ლოტუსთან“
გააფორმა კონტრაქტი, სადაც ორი სეზონი გაატარა და ტიტულისთვის ბრძოლაშიც კი
ჩაერთო. ამ სეზონისთვის ისევ „ფერარიში“ დაბრუნდა და ალონსოს თანაგუნდელი გახდა.
მალაიზიაში მან განცხადა: „ფორმულა ერთის რბოლებში სამუდამოდ ვერ დავრჩები. ადრე
უკვე ვთქვი, რომ „ფერარი“ ჩემი ბოლო გუნდი იქნება. როგორც ხედავთ, ჩემს სიტყვას
ვასრულებ“.
No comments:
Post a Comment