Report – Ford Focus is the world’s best selling
car for 2013
3 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფორდ ფოკუსი“ 2013 წლის
ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. საავტომობილო ბაზრის კვლევებზე ორიენტირებულმა
კომპანია „LMC ავტომოტივმა“ მსოფლიოს 10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სია
გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც სწორედ ცისფერი ოვალის კომპაქტური მოდელია. ათეულში
6 კომპაქტური ავტომობილი შევიდა, ორი სუბკომპაქტური, ერთი საშუალო ზომის და ერთიც უგზოობის
ავტომობილი.
„LMC ავტომოტივის“ მონაცემებით, მთელს მსოფლიოში
1.1 მილიონი „ფოკუსია“ გაყიდული. ამგვარად, რაც ბაზარზე 1998 წელს გამოუშვა, „ფორდს“
უკვე 12 მილიონი „ფოკუსი“ აქვს გაყიდული. ამ ავტომობილის გარდა, მილიონიანი ზღვარი
ასევე „ტოიოტა კოროლამ“ გადაკვეთა (1 001 141), რომელიც „ფოკუსს“ უკვე მესამე
წელია, კონკურენციას უწევს, თუმცა ამაოდ.
მესამე ადგილზე კი „ფოლკსვაგენ ჯეტაა“ (906 000).
სამივე ავტომობილი კომპაქტურია, ისევე როგორც შემდგომი ორი. მეოთხეა „ჰიუნდაის“
ბესტ სელერი „ელანტრა“ (866 000), მეხუთეზე კი - „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე
პოპულარული მოდელი „შევროლე კრუზი“ (729 000).
ბესტ სელერთა ათეულში პირველი არაკომპაქტური
ავტომობილი, საშუალო ზომის სედანი „ტოიოტა ქემრია“ (728 230), რომელიც ამერიკის
ბაზარზე კვლავაც ინარჩუნებს ყველაზე გაყიდვადი სედანის წოდებას. მას კომპაქტური
ჰეჩბეკი „ფოლკსვაგენ გოლფი“ (720 440) და სუბკომპაქტური „ფორდ ფიესტა“ (705 287) მოჰყვება.
ბოლო ორ ადგილს კი „ჰონდას“ უგზოობის კომპაქტური მოდელი CR-V (697 955) და „ფოლკსვაგენის“
სუბკომპაქტური „პოლო“ (686 000) იკავებენ.
No comments:
Post a Comment