Indian-Made Suzuki Celerio Announces its Presence
in Geneva
7 მარტი
იაპონურმა კომპანიამ ეს პატარა ავტომობილი პირველად
ნიუ დელის ავტო ექსპოზე წარადგინა. ეს არის პატარა საქალაქო ავტომობილი, რომელიც
ევროპასა და სხვა ბაზრებზე, უფრო პატარა „ალტოს“ შეცვლის, რომელსაც ასევე „A-სტარსაც“
უწოდებენ. „სელერიოს“ „სუზუკის“ ინდოელი პარტნიორის, კომპანია „მარუტის“ მანესარის
(ტაილანდი) ქარხანაში გამოუშვებენ და ის გლობალურ ბაზარზე გაიყიდება.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „სელერიო“ ახალი,
მცირე გამონაბოლქვის მქონე ბენზინის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავითაა
აღჭურვილი, რომელთან ერთადაც სისტემა სტარტ-სტოპი მუშაობს. გარდა ამისა, ძრავთან სრულიად
ახალი, ავტომატზირებული მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელიც
გადაბმულობის სატერფულს არ საჭიროებს. ძრავის მახასიათებლებზე „სუზუკის“ ჟენევაში“
სიტყვა არ დასცდენია, მაგრამ ის კი გვაუწყა, რომ ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას,
ატმოსფეროში მხოლოდ 85 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
„სელერიო“ მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი
სიგრძე 3 600 მილიმეტრია, სიგანე 1 600 მილიმეტრი, სიმაღლე 1 560 მილიმეტრი,
ბორბლებს შორის ბაზა კი 2425 მილიმეტრი. წონა 830 კილოგრამს აღწევს, საბარგულის
მოცულობა კი 235 ლიტრია. მცირე გაბარიტების მიუხედავად, ავტომობილის თავისი
კლასისთვის ზორბა სალონ აქვს, რაც შედარებით გრძელი ბაზის დამსახურებაა.
„სელერიოს“ A სეგმენტში სერიოზული კონკურენტები
დახვდებიან „ჰიუნდაი i10-ის“, „პეჟოს“ უახლესი 108-ს, „სიტროენის“ ასევე უახლესი C1-ის,
ამ ორის იაპონელ ნათესავ „ტოიოტა აიგოს“ და ჟენევის შოუს კიდევ ერთი დებიუტანტის, „რენო
ტვინგოს“ სახით.
ევროპაში
„სელერიოს“ გაყიდვები წლის მეორე ნხევარში დაიწყება.
No comments:
Post a Comment