Land Rover Offers 2015 Freelander with New
Options and Trims
12 მარტი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 2015 სამოდელო წლის
„ფრილენდერი“ რამდენიმე საინტერესო სისტემით აღიჭურვება, რომელთაგან ზოგი
სტანდარტულ ეკიპირებაში შევა, ზოგსაც მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ.
ლაპარაკია როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის სიახლეებზე, რომლებიც არამხოლოდ
ავტომობილის ვიზუალურ მხარეს გააუმჯობესებენ, არამედ სალონს უფრო მდიდრულს და
მოსახერხებელს გახდიან.
მაგალითად, XS სპეციფიკაციის ავტომობილის რადატორის
ცხაური და გვერდითა სავენტილაციო ჭრილები, „ბნელი ატლასის“ ფერით შეიღებება, ფერ „ანტრაციტით“
შეიღებება ალუმინის 17-დუიმიანი ბორბლები. იგივე ფერში შესრულდება წინა სანსლე
ფარები. გარე სარკეებს და კარის სახელურებს ავტომობილის ფერში შეღებავენ.
სპეციფიკაცია HSE „ლაქშერი“ პირველად იქნება
ხელმისაწვდომი „ფრილენდერ 2-ზე“ და ასეთ ვერსიას მყიდველს გლობალური მასშტაბით
შესთავაზებენ. ამ შემთხვევაში, რადატორის ცხაური და გვერდითა სავენტილაციო ჭრილები
ღია ატლასის ფერით შეიღებება. ამ შემთხვევაშიც, გარე სარკეებს და კარის სახელურებს
მანქანის ფერში შეასრულებენ. ავტომობილი ალუმინის 19-დუიმიან ბორბლებზე დადგება,
რომლებსაც „ბრწყინვალე ვერცხლისფერად“ შეღებავენ. ავტომობილის უკანა ნაწილს წარწერა
HSE „ლაქშერი“ დაამშვენებს.
სპეციფიკაცია HSE „ლაქშერის“ ინტერიერში
სავარძლები, კარების ნაწილები და პანელები ტყავ „უინძორში“ გამოეწყობა. სავარძლები
ელექტრულად რეგულირებადი იქნება. XS სპეციფიკაციის შემთხვევაში კი სავარძლები ნაწილობრივ
იქნება ტყავში გამოწყობილი და რეგულირების ნაკლები შესაძლებლობაც ექნება.
პაკეტი „დაინემიკ ექსტერიორ“ უგზოობის ავტომობილს
უფრო სპორტულ იერს მიანიჭებს. ამ შემთხვევაშიც ავტომობილი ალუმინის შავად შეღებილ 19-დუიმიან
ბორბლებზე გადავა, რომლებსაც 10 წკირი ექნება. სახურავის კუდში სპოილერი მოთავსდება.
ასეთი ავტომობილის მყიდველს ოპციის სახით ორი ფერის ტყავში გამოკრულ, ელექტრონულად
რეგულირებად სავარძლებსაც შესთავაზებენ.
ყველა
ვერსიისთვის განკუთვნილია „მერიდიანის“ 380-ვატიანი აუდიო სისტემა, რომელიც 11 სპიკერით
დაკომპლექტდება. საქარე შუშის საწმენდი წვიმის ინდიკატორით აღიჭურვება, რომლის
დახმარებითაც, შუშის დასველებისთანავე დაიწყებს მოქმედებას. მულტიმედიურ სისტემას
ექნება ტელეფონის უკაბელო კავშირის სისტემა.
No comments:
Post a Comment