Rallying-Ogier takes overall lead with Mexico win
11 მარტი
მეორე გამარჯვება |
მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონის, სებასტიან ოჟიეს
გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპი - რალი მექსიკო.
ოჟიემ საკმაოდ იოლად დაამარცხა თავისი ფინელი თანაგუნდელი იარი-მატი ლატვალა,
რითაც მასვე ჩემპიონატის ლიდერობა ჩამოართვა. რბოლის ფინიშზე, „ფოლკსვაგენის“ ორი ეკიპაჟი
წუთმა და 12.6 წამმა დააშორა.
ამგვარად, ოჟიემ ამ სეზონში ჩატარებული სამი
რბოლიდან მეორე (მონტე კარლოს და მექსიკა) მოიგო. ერთი გამარჯვებაც ლატვალას
ანგარიშზეა (შვედეთი), სამივე რბოლა კი „ფოლკსვაგენის“ გუნდის გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მექსიკაში ამ სეზონის პირველი დუბლიც შეასრულა.ოჟიე რბოლისას |
მესამე ადგილი, „ჰიუნდაის“ ბელგიელმა ტიერი ნოივილმა
დაიკავა. ეს კორეული კომპანიის საქარხნო გუნდის პირველი კვარცხლბეკია მსოფლიო
ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ. ამასთან, პირველი რბოლა, რომელიც მისმა ორივე
ეკიპაჟმა დაასრულა - ავსტრალიელმა კრის ეტკინსონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია,
რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე ნოივილს ორჯერ მოიწია გაჩერებამ, რადგან მის მანქანაზე
შესაკეთებელი გახდა რადიატორი. ბელგიელმა სარემონტოდ რბოლის სპონსორის (ლუდის
მწარმოებელი კომპანია კორონა) ლუდის ქილა გამოიყენა, რომელიც მრბოლებს მაყურებელმა
მიაშველა.
კუბიცას მორიგი ავარია |
მეოთხე ადგილი ბრიტანელმა ელფინ ევანსმა (ფორდი) დაიკავა,
რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. სამაგიეროდ, კვლავ არ გაუმართლა რობერტ კუბიცას.
ფორმულა ერთის ყოფილ პილოტს ორ დღეში ორჯერ ამოუყირავდა მანქანა, რის შემდეგაც ის
რბოლას გამოეთიშა.
"ჰიუნდაის" პირველი კვარცხლბეკი |
„შესანიშნავი
კვირა იყო. რალიც მოვიგე და სუპერ სპეცმონაკვეთიც. შვედეთში დაშვებულმა მცირე შეცდომამ
რბოლა წამაგებინა და აქ ორმაგად მომართული ჩამოვედი. ეს გამარჯვება შესანიშნავი საზღაურია
წინა ეტაპის წაგების შემდეგ“, - განაცხადა ოჟიემ, ვინც მექსიკაში ჩამოსვლამდე,
ლატვალას ხუთი ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი მას სამ ქულას უგებს. ეს მის მიერ WRC-ს
კარიერაში მოპოვებული მე-18 გამარჯვებაა.
მეოთხე ეტაპს 3-6 აპრილს პორტუგალია უმასპინძლებს.
მექსიკის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 4:27:41.8
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +01:12.6
3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) +05:28.6
4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) +06:49.3
5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) +09:54.4
6. ბენიტო გერა (მექსიკა, ფორდი) +12: 57.6
7. კრის ეტკინსონი (ავსტრალია, ჰიუნდაი) +15:15.4
8. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) +17:06.8
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +25:41.6
10. იური პროტასოვი (უკრაინა, ფორდი) +28:18.2
No comments:
Post a Comment