დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 9, 2014

შუმი აპარატის დაუხმარებლად სუნთქავს!

Schumacher no longer on respirator - report
9 მარტი
მართალია, ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ მას ისეთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს, როგორიც „გაძეტა დელო სპორტია“. ფ1-ის ლეგენდის მენეჯერი საბინე კემი კვლავაც იმეორებს, რომ არაოფიციალურ ინფორმაციას არ დავუჯეროთ, თუმცა ამ ორი თვის განმავლობაში, რაც შუმახერი მართვად კომაში იმყოფება, ბევრი მსგავსი ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა.
და ჩვენც ამჯერადაც უკეთეს ცნობას დავუჯეროთ - ამით არაფერი დაშავდება! კემის თქმით, შუმი კვლავაც კომიდან გამოყვანის ფაზაშია და მისი მდგომარეობა ბევრი არაფრით შეცვლილა. მაგრამ „გაძეტას“ პოპულარული რეპორტიორ პინო ალიევიმ ჟენევის მოტორ შოუზე განაცხადა, რომ კემმა პირადად უთხრა, მიხაელის მდგომარეობა გაუმჯობესდაო.
„მიხაელს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ სერიოზულია და ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ რისკები გავლილია. და მაინც, მისი მდგომარეობა აღარაა ისეთი მძიმე, როგორიც თავიდან იყო“, - უთქვამს კემს. ალიევი ამბობს, რომ შუმის ბავშვები უკვე შვეიცარიაში დაბრუნებულან, რათა სწავლა გააგრძელონ. სამაგიეროდ, ლეგენდარული მრბოლის ახლო მეგობრები, როგორებიც არიან ფია-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი და როს ბრაუნი მას ხშირად აკითხავენ და ინგლისურად ესაუბრებიან, როგორც ეს „ფერარიში“ მისი ასპარეზობისას იყო.
უფრო მეტიც, ამ ვიზიტებისას, პალატაში რთავენ იმ რადიოსაუბრების ჩანაწერებს, რომლებიც რბოლებისას, შუმახერს მის თანაგუნდელებთან ჰქონდა. გარდა ამისა,მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ფ1-ის ძრავის ხმასაც ასმენინებენ, რაც მისი მეხსიერების სტიმულირების მიზნით კეთდება. ალიევი ამბობს, რომ ამ დროს, შუმახერს სახეზე ხანდახან ემოციები ეტყობა. უფრო მეტიც, პალატაში ექიმების ვიზიტებისას, შუმიმ რამდენჯერმე სახის ნაკვთები და ხელებიც გაამოძრავა.

No comments:

Post a Comment