Felipe Massa sees no reason why Williams cannot
lead the chase to Mercedes
21 მარტი
„მერსედესი“ და „დანარჩენები“ - სეზონის პირველი
რბოლის შემდეგ, სწორედ ამგვარად შეიძლება პელოტონის დაყოფა. ვინც მელბურნის რბოლა
ნახა, ამაში ეჭვსაც არ შეიტანს. მაგრამ ყველას ახლა ერთი კითხვა აინტერესებს - ვინ
არის დანარჩენებში საუკეთესო? უმეტესობა აღიარებს, რომ „უილიამსი“.
მელბურნში გროველებს უხინჯოდ არ უასპარეზიათ -
ფელიპე მასას პირველივე მოსახვევში დაეჯახა კამუი კობაიაში და რბოლა დაატოვებინა.
ვალტერი ბოტასმა კი შესანიშნავად იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ სტარტზე
მე-15 პოზიცია ეკავა და რბოლაშიც ინციდენტი ჰქონდა, მაინც ფინიში მეხუთემ
გადაკვეთა.
მასა თვლის, რომ „უილიამსს“ „მერსედესის“ მდევრებს
შორის მოწინავეობა შეუძლია და დასძენს, რომ ის და ბოტასი მალაიზიის ეტაპზე სწორედ
ამის დემონსტრირებას ეცდებიან.
„ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ დანარჩენებს შორის
საუკეთესოები. ჩემი აზრით, მელბურნში „მაკლარენი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ
ორივე მანქანით სამეულში დაასრულეს რბოლა, ბევრი ქულა მოაგროვეს და ჩემპიონატსაც
ლიდერობენ. ვფიქრობ, იგივე ჩვენც შეგვეძლო. და ამას მოვახერხებთ ხოლმე, მაშინ
ჩემპიონატზეც შეიძლება ფიქრი. შეუძლებელი არაფერია. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ,
რამდენად კარგად ვართ სხვებთან შედარებით მომზადებულები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ
მომენტში, „მერსედესი“ ყველაზე სწრაფია, მაგრამ ვფიქრობ, მათ შემდეგ გარკვეული
არაფერია და ჩვენ სხვებზე წინ ყოფნა შეგვიძლია“, - ამბობს მასა, ვინც კონსტრუქტორთა
თასზე ჩემპიონობას გულისხმობს. ამასთან, ის თვლის, რომ „უილიამსს“ FW36-ის ჩაჭიდების
გაუმჯობესება სჭირდება.
32 წლის მასა „უილიამსში“ გასული სეზონის შემდეგ, „ფერარიდან“
გადავიდა, სადაც მის ადგილზე კიმი რაიკონენი მიიწვიეს. ავსტრალიის დიდი პრიზის
კვალიფიკაციაზე ის მხოლოდ მეცხრე ადგილს დასჯერდა, რასაც იმით ხსნის, რომ სველ
ტრასაზე მისი მანქანა კარგად ვერ „იდგა“. მასა თვლის, რომ FW36-ს სრულყოფის დიდი
პოტენციალი გააჩნია.
„მანქანას განვითარების სოლიდური მარჟა აქვს და
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფაქტორი გამოვიყენოთ. კარგი სტარტი ავიღეთ
და ახლა უფრო მეტზე უნდა ვიზრუნოთ. ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ჩვენ სხვებზე
მეტი პრობლემა გვქონდა. და ამას თავის მიზეზი აქვს, რის აღმოფხვრაც აუცილებელია“,
- დასძენს მასა.
მისი
თქმით, მალაიზიაშიც ჩაჭიდება მნიშვნელოვანია, რადგან ტრასა ამას მოითხოვს. თუმცა
მიაჩნია, რომ „უილიამსი“ იქაც მოწინავეთა შორის იქნება. „ჩვენ კონკურენტუნარიანი
მანქანა გვაქვს. ეს რბოლაში უფრო იგრძნობა, ვიდრე კვალიფიკაციაზე. იმედია, იქ
სიახლეებსაც ჩამოვიტანთ, რომელთა წყალობითაც მანქანა უფრო უკეთესი გახდება“.
No comments:
Post a Comment