დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 6, 2014

„როლს როის ფანტომ დროპჰედ კუპე“ მალკოლმ კემპბელის სახელზე

Rolls-Royce Teases Nautical-Inspired Phantom Drophead Coupé Waterspeed Collection
6 თებერვალი
„როლს როისმა“ ახალი საკოლექციო ავტომობილის ესკიზები გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგენდარულ ბრიტანელ მრბოლ სერ მალკოლმ კემპბელის მიერ 1937 წელს, წყალზე (ტბა მაჯორეზე, რომელიც იტალიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს) სიჩქარის რეკორდის დამყარების აღსანიშნავად გამოუშვებს.
სხვათა შორის, იმ რეკორდთან „როლს როისიც“ არის დაკავშირებული - კემპბელის სარეკორდო ნავი (ჰიდროპლანი) „ბლიუბერდ K3“ სწორედ ბრიტანული კომპანიის წარმოების ძრავ „R-ტაიპით“ იყო აღჭურვილი. მაშინ კემპბელმა 208.4 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და წყალზე ამერიკელებს (გარფილდ ვუდი) ხუთწლიანი ჰეგემონიის შემდეგ, რეკორდი ჩამოართვა.
საკოლექციო სერიის სახელია „უოტერსპიდ კოლექშნ“ და ის „ფანტომ დროპჰედ კუპეს“ ბაზაზე დამზადდება. ავტომობილი იმით იქნება გამორჩეული, რომ მასზე ისეთ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე მასალებს გამოიყენებენ, რომლებიც ადრე „როლსს“ არასდროს გამოუყენებია. ასეთია მქრქალი ფოლადი, ასევე ხელით დამუშავებული ძვირფასი ხის დეტალები. ამასთან, ავტომობილი სდპეციალურად ამ სერიისთვის შემუშავებულ ფერთა გამა „ბლიუყ მაჯორეთი“ შეიღებება.
„როლს როისი“ მხოლოდ 35 ცალ სპეც ვერსიის სუპერ კაბრიოლეტს გამოუშვებს. ჯერჯერობით მასზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, დაწვრილებით ახალი პროექტის შესახებ მალე, ოფიციალურ პრეზენტაციაზე მოგვიყვებიან. მაშინვე გამოცხადდება ფასიც.

No comments:

Post a Comment